ნებისმიერ დიდ საქმესთან შეჭიდებისას ჩნდება კითხვა: საიდან დავიწყო? თუ უკვე გადაწყვიტე, რომ უცხო ენის შესწავლა გინდა და ჩამოყალიბდი იმაზეც, რომ შენთვის ხელსაყრელი ონლაინ-სწავლება იქნებოდა, მაშინ ეს ინსტრუქცია სწორედ შენთვისაა.
#1. აირჩიე ენა
ჯერჯერობით ჩვენს საიტზე ხუთი უცხო ენაა წარმოდგენილი, თუმცა ენების დამატებაზე აქტიურად ვმუშაობთ. აირჩიე, რომელი ენის შესწავლა გინდა. სწავლის დასაწყებად რეგისტრაცია არ გჭირდება.