დღეს lingwing.com უცხო ენების სწავლების ყველაზე დიდი ვირტუალური ცენტრია საქართველოში. რამ განაპირობა ეს?
რაიმე საგნის სწავლების იდეალური მეთოდოლოგია ჯერ არ შექმნილა და, სავარაუდოდ, არც შეიქმნება. არც ჩვენ გვაქვს ამის პრეტენზია. უბრალოდ ჩვენ შევძელით, რომ სხვა მეთოდოლოგიებით სწავლასთან შედარებით, პროცენტულად გაცილებით მეტ ადამიანს მოსწონებოდა ჩვენი პროგრამით სწავლა. ამაში ჩვენ მიერ ჩატარებულმა მრავალმა ექსპერიმენტმა დაგვარწმუნა. იმავეს გაკეთება თქვენც მარტივად შეგიძლიათ ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში.
ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, თუ რითი სჯობს ჩვენი პროგრამა ინტერნეტსივრცეში უკვე არსებულ საიტებს, ან თუნდაც, სწავლების ტრადიციულ (აუდიტორიულ) მეთოდებს.
არა, ჩვენი მომხმარებლები არ გვისვამენ ამ შეკითხვას, მათ უკვე კარგად იციან ეს უპირატესობები.
ამ კითხვის ავტორებს 3 კატეგორიად დავყოფდი, რომლებსაც ერთი საერთო აქვთ – არცერთი მათგანი არ იცნობს ჩვენს საიტს. მაშ ასე:
პირველი კატეგორია: ადამიანები, რომლებსაც უნდათ ენის მარტივად შესწავლა და უბრალოდ ეძებენ მათთვის საუკეთესო და მისაღებ ვარიანტს;
მეორე: ელექტრონული სწავლებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები და უცხო ენების სპეციალისტები. მათი შეკითხვა უფრო შემდეგს გულისხმობს: აბა ერთი, რითი სჯობიხართ სხვებს?
და მესამე: შესაძლო პარტნიორები, ინვესტორები და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, რომელთა შეკითხვის არსი უფრო ჩვენი პასუხის მოლოდინია, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად დავასაბუთებთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს.
ჩვენი უპირატესობების ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო არგუმენტი ისევ კომპიუტერშია, თუ იმ მომენტში მისი გამოყენების შესაძლებლობა არსებობს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ დაინტერესებულ პირს, სცადოს ჩვენი პროგრამით იმ ენის შესწავლა, რომელიც მან სრულიად არ იცის და 3-4 წუთში ჩვენ წინ, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი საიტით აღფრთოვანებული, ან მინიმუმ, ჩვენდამი უკვე კეთილგანწყობილი ადამიანი ზის.
თქვენც, თუ ამ ბლოგს იმავე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად კითხულობთ, იმავეს გირჩევდით და შეგიძლიათ კითხვა არც განაგრძოთ.
მაგრამ ყოველთვის პროგრამის დემონსტირების საშულება არ არის. ასე რომ, დავიწყოთ:
პირველი და ყველაზე მთავარი, ეს მყისიერი შედეგია. სულ რამდენიმე დავალების შესრულებაა საჭირო, რომ თქვენ მიხვდეთ, რამდენად მარტივად და სწრაფად ისწავლეთ ის, რაც რამდენიმე წუთის წინ თქვენთვის სრულიად უცნობი და გაუგებარი იყო. თანაც, ეს პროცესი ისეთი აზარტულია, რომ დროებით დაგავიწყებთ ფეისბუქს, ყავის დალევასა და მეგობართან ჩატში მიმოწერის სურვილს.
ალბათ, ყველას გახსოვთ თქვენი პირველი უცხო ენის გაკვეთილი. უმეტეს შემთხვევაში, ამ გაკვეთილის დროს ბევრი თქვენგანი თავიდანვე შეშინდა იმით, რომ მართლაც რთულ საქმეს შეეჭიდა. სავარაუდოდ, დაგაფიქრათ იმანაც, თუ რამდენად საკმარისი იყო თქვენი მოტივაცია, რომ ამ საქმისათვის ბოლომდე გაგერთვათ თავი.
ჩვენი პროგრამა სწორედ მოტივაციას მატებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად და გასაგები მეთოდით მიჰყავხართ სასურველ შედეგამდე.
ჩვენ საკმაოდ ბევრი ისეთი მომხმარებელიც გვყავს, რომელმაც იმ ენის გარდა, რომლის შესწავლაც თავდაპირველად სურდა, ჩვენს საიტზე სხვა ენაც შეისწავლა. მარტივი ყოფილა და რატომაც არა!
თითქოს ეს ყველაფერი ნებისმიერი საიტით სარგებლობის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს და, მითუმეტეს, პედაგოგთან უშუალო კავშირის დროსაც, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ასე არ არის. მაშინ, როგორ მივაღწიეთ ჩვენ ამას და რაშია ეს საიდუმლო?
გაგრძელება იქნება