Press "Enter" to skip to content

Lingwing-ის მეთოდოლოგია

lingwing 2

გაიხსენეთ, როდის ვერ სწავლობდით სკოლაში ერთი ან ორი წაკითხვით გეოგრაფიას, ისტორიას ან სხვა საგანს. მაშინ ხომ არა, როდესაც კითხვის დროს თქვენი გონება სხვაგან იყო? შესაბამისად, როდესაც თქვენი ჩართულობა სწავლის პროცესში არ იყო მაღალი?

აირჩიეთ სწორი პასუხი

სურათზე, მოყვანილია უცხო ენის დაწყებითი დონის სწავლების ტიპიური დავალება. მსგავს მეთოდს საკმაოდ ცნობილი საიტები იყენებენ. ამ შემთხვევაში გერმანული ენის შესასწავლი პროგრამის პირველი დავალებაა წარმოდგენილი. თქვენ უნდა ამოირჩიოთ სიტყვა “ბიჭი”. როგორ ფიქრობთ, გერმანულად ბიჭის მნიშვნელობა სულ რომ არ ეწეროს, ან თქვენ არ წაიკითხოთ ეს მნიშვნელობა, ვერ შეძლებდით სურათებში ბიჭის ამოცნობას და დავალების სწორად შესრულებას?

ნებისმიერი საგნის სწავლის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სასწავლო პროცესში თქვენს ჩართულობას ენიჭება.

ჩვენც სწორედ ამ პრინციპით შევქმენით ჩვენი კურსები და შევეცადეთ, რომ მასში ჩართულობა 100%-თან ყოფილიყო გათანაბრებული, რაც ჩვენი მომხმარებლების აზრით, შევძელით კიდეც.

მეორე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ეს არის თავად კონტენტი (სასწავლო მასალა) და მისი შედგენის პრინციპი.

ყველა ადამიანი ნებისმიერი საგნის სწავლების საწყის ეტაპზევე იღებს მყისიერ შედეგს: ასწავლეს ანბანი და უკვე შეუძლია მშობლიურ ენაზე კითხვა; ასწავლეს ციფრები და შეუძლია დათვლა; ასწავლეს მიმატება და უკვე შეუძლია ნაცნობი ციფრებით რაღაც მოქმედებების განხორციელება. ამით სწავლის პროცესი საინტერესო ხდება და შეძენილი ცოდნის გამოყენებაც რეალურ ჩარჩოებს იძენს.

უცხო ენების შესწავლა კი განსხვავებული, და ზოგჯერ, გაუგებარი პროცესია. ყველა ჩვენგანს საკმაოდ ხანგრძლივი და დამქანცველი ეტაპი გვაქვს გადასალახი, სანამ რამე რეალურ რეზულტატს მივიღებთ. მაგალითად, ვისწავლეთ ანბანი, მაგრამ წაკითხულის გაგება არ შეგვიძლია; ან ვისწავლეთ სიტყვები, მაგრამ სანამ ამ სიტყვების გამოყენებას ვისწავლიდეთ, ისინი უკვე დავიწყებული გვაქვს; ან გულმოდგინედ გვიხსნიან გრამატიკას, როცა მშობლიური ენის გრამატიკაც არ ვიცით კარგად (და ეს სრულიად არ გვიშლის ხელს მშობლიურ ენაზე საუბრის ან წერის დროს).

ისევ სურათს მივუბრუნდეთ. იგივე გაუგებრობაა, ვსწავლობ როგორ იქნება ქალი, კაცი, ბავშვი და ა. შ. მერე რა? უამრავმა ადამიანმა იცის საკმაო რაოდენობით სიტყვები უცხო ენაზე, მაგრამ ვერ საუბრობს.

ჩვენი პროგრამის კონტენტი ისეა შედგენილი, რომ ადამიანმა სწავლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეძლოს მისთვის მნიშვნელოვანი ფრაზების წარმოთქმა და ეს გრამატიკული შეცდომების დაშვების კომპლექსის გარეშე გააკეთოს.

ჩვენი კონტენტის ძირითადი 30-40 დავალების მიზანია, მივიდეთ საინტერესო სასაუბრო დიალოგამდე და ეს განუწყვეტელი ციკლია მარტივიდან რთულისკენ.

სულ რაღაც 30 წუთის მეცადინეობა ჩვენს საიტზე საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ უკვე საკმაოდ კარგად შეძლოთ საკუთარი თავის იმ ენაზე აღწერა, რომელთანაც ადრე შეხებაც არ გქონიათ.

უცხო ენის სწავლების კიდევ ერთი დამახასიათებელი სირთულე ნასწავლი მასალისა, და განსაკუთრებით, სიტყვების სწრაფად დავიწყებაში მდგომარეობს, რაც ყველას გამოგიცდიათ და მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ.

ჩვენს პროგრამაში ინტერვალური გამეორების ორმაგი სისტემა მოქმედებს. გასაგები ენით ეს ნიშნავს, რომ, კონტენტში ნებისმიერი ახალი სიტყვის შემოტანისას, აუცილებელი პირობაა, ეს სიტყვა უახლოეს 10 დავალებაში, სხვადასხვა კონტექსტში, მინიმუმ 3-ჯერ გამეორდეს. მაგალითად, თუ შემოვიტანეთ სიტყვა „მაგიდა“, პირობითად, შემდეგი დავალება იქნება: „მაგიდაზე დევს წიგნი“; რამდენიმე დავალების შემდეგ: „მრგვალი მაგიდა დგას სამზარეულოში“; და გარკვეული ინტერვალის შემდეგ კი – „თეთრია თუ ყავისფერი შენი მაგიდა?“.

ამ დავალებებს კი პროგრამაში ჩადებული ინტერვალური გამეორების სისტემა პერიოდულად გიმეორებთ, იმის მიხედვით, სწორად შეასრულეთ თქვენს ისინი თუ არასწორად.

დაივიწყეთ სიტყვების, ფრაზებისა და გრამატიკული წესების ქაღალდზე ამოწერა. კურსის დასრულებამდე ერთი და იმავე სიტყვის დაწერა ან წარმოთქმა სხვადასხვა ინტერვალით თქვენ მინიმუმ 11-ჯერ მოგიწევთ. ასე რომ, პროგრამა არ მოგეშვებათ მანამ, სანამ მასალას კარგად არ ისწავლით.

რაც შეეხება გრამატიკას, ჩვენი კონტენტი მთლიანად გრამატიკის მიხედვით არის დალაგებული და  ნებისმიერი გრამატიკული წესი მომხმარებელისთვის ჯერ დავალებებიდან ხდება გასაგები და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს პროგრამა მათ ამ კონკრეტული გრამატიკული საკითხის შესაბამის ტექსტს წასაკითხად.

სხვა ყველა მსგავსი საიტისგან ჩვენს საიტს უპირობოდ გამოარჩევს კიდევ ერთი საკითხი. მოგეხსენებათ, უცხო ენის დაუფლება 4 კომპონენტისაგან შედგება: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. ჩვენი პროგრამა მომხმარებელს ყველა ამ კომპონენტს თანაბრად უვითარებს.  მომხმარებელს შეუძლია ყველა დავალების შესრულება როგორც წერითი ფორმით, ასევე საკუთარი ხმით. არც მომხმარებლისთვის სმენითი უნარების განვითარების კუთხით წავიდა  ჩვენი საიტი მარტივი გზით და, კონკურენტების მსგავსად, აუდიო რობოტებისთვის არ მიგვიმართავს. ყველა ჩვენს კურსს მინიმუმ 4 ადამიანი ახმოვანებს, რომელთათვისაც ეს კონკრეტული ენა მშობლიურია.

შემდეგ ბლოგში დავალებების ტიპებსა და მათი შექმნის მიზეზებს აღვწერთ.

  1. Levani Levani

    Hi l em levan

  2. Levani Levani

    Vhat are you duying naw

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *