Press "Enter" to skip to content

Posts published in March 2018

რატომ ვერ იყენებ ინტერნეტის შესაძლებლობების 9%-საც კი?

lingwing 0

დღეს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება უკვე  წარმოუდგენელია.

ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ინტერნეტის დახმარებით ჩვენი ცხოვრების გამარტივებას.

როგორ მოვიყვანოთ მარწყვი და პომიდორი; როგორ შევიკრათ თასმები ფეხსაცმელზე ორიგინალურად; ჰალსტუხი როგორ გავიკეთოთ; როგორ შევწვათ ბადრიჯანი შხეფების გარეშე და როგორ გამოვაცხოთ მარტივად გემრიელი ტორტი? მეზობლების დახმარება და ზარი ახლობელთან ამ კითხვებზე საპასუხოდ აღარ არის საჭირო, ინტერნეტში უამრავი დასურათებული ინსტრუქციები და ვიდეოებია.

(more…)

უცხო ენის შესწავლა 7 დღეში – მითი თუ რეალობა?

lingwing 0

ალბათ, ხშირად გინახავთ სხვადასხვა ტიპის რეკლამა უცხო ენების სწრაფად შესწავლასთან დაკავშირებით. მაგალითად: „შევასწავლი ინგლისურ ენას 2 თვეში”; “1 თვეში.” მსგავსი განცხადებები არც ისე იშვიათად გვხვდება. ბოლო სარეკლამო განცხადებებში ერთკვირიანი კურსის შემოთავაზებასაც წავაწყდით (https://www.marketer.ge/new-language-in-7-days/).

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის 8 წელია ჩვენ უცხო ენების შესასწავლ ონლაინ პროგრამებს ვქმნით და დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა გვაქვს, მსგავსი სარეკლამო განცხადებები ჯერ არ გამოგვიქვეყნებია. რატომ? - იმიტომ, რომ ეს ტყუილი იქნებოდა!

(more…)

არ გვინდა ამდენი CV, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!

lingwing 5

საქართველოში უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რატომ? სამუშაო ადგილები არ არის, თუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა?

ალბათ, ერთიც და მეორეც, მაგრამ შრომის ბაზრის მიმოხილვა არ არის ჩვენი ბლოგის თემა.

(more…)

შეწყვიტეთ უცხო ენის სწავლა!

lingwing 2

თითქმის ყველა ბავშვი მშობლიურ ენაზე საუბარს 2 წლის ასაკში იწყებს და 4-5 წლის ასაკში უკვე სრულყოფილად ფლობს ენას, რა თქმა უნდა, თუ არ ვეცდებით ბიოინჟინერიაზე, იურისპრუდენციაზე ან ბლოკჩეინების სისტემაზე მათთან საუბარს, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, ამ თემებზეც ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება.

(more…)

მიზეზები, თუ რატომ არის ჩვენი საიტი “პირობითად უფასო” ან “პირობითად ფასიანი”?

lingwing 0

ლინგვინგზე სწავლა ფასიანია თუ უფასო?

დიახ, ეს საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა, რაზეც დღეში ბევრჯერ გვიწევს პასუხის გაცემა.

შესაძლოა ამ კითხვაზე არც გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ეს კითხვა არ არის უბრალოდ ცნობისმოყვარეობისათვის დასმული და არ ჟღერს ჩვეულებრივი ტონით.

„სწავლა ხომ უფასოა“, ან - „რატომ არ არის უფასო?“, უფრო ეს არის ამ კითხვის შინაარსი.

(more…)