Press "Enter" to skip to content

არ გვინდა ამდენი CV, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!

lingwing 5

საქართველოში უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რატომ? სამუშაო ადგილები არ არის, თუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა?

ალბათ, ერთიც და მეორეც, მაგრამ შრომის ბაზრის მიმოხილვა არ არის ჩვენი ბლოგის თემა.

ფაქტია, რომ ბევრი დამსაქმებელი ეძებს კადრებს და ასევე, არის ბევრი კადრი, რომელიც  შესაბამის სამსახურს ვერ შოულობს.

დღეს დასაქმების ყველაზე უფრო გავრცელებული საშუალება ვაკანსიის მოძიება, ამ ვაკანსიის შესაბამისი CV-ის შევსება და დამსაქმებელთან გაგზავნაა. შემდეგ ლოდინი, ლოდინი გაურკვეველი დროით. პასუხის დაგვიანების შემთხვევაში კი ყველაფრი CV-ს ბრალდება: „აი, ეს რომ ჩამეწერა CV-ში“, ან „აი, ეს რომ არ ჩამეწერა“.

წლებია CV-ებით კადრების შერჩევის ტენდენცია არ იცვლება. პრინციპში, გარკვეული ტიპის კომპანიებისთვის ან ქვეყნებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი გზაა: ჯერ კანდიდატის განათლებას და მის სამუშაო გამოცდილებას ეცნობი, შემდეგ კი მას გასაუბრებაზე იბარებ.

მაგრამ არა ჩვენს კომპანიაში.

რატომ?  იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საქართველოს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება უმეტეს შემთხვევაში სანდოდ და ვალიდურად ვერ ჩაითვლება, ის დიდი ხანია ჩამორჩება ლოკალური ბაზრის რეალურ მოთხოვნებსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ბაზარზე.

CV

კიდევ იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი მსგავსი პროფილის კომპანიებიც, ფაქტობრივად, არ არსებობს და, შესაბამისად, სხვა კომპანიაში მიღებული გამოცდილებაც ვერ იქნება რელევანტური ჩვენი კომპანიისთვის. თუმცა არის პოზიციები, რომლებიც სტანდარტულია ჩვენთვისაც, მაგრამ ამ პოზიციებზეც კანდიდატთა შერჩევას არატრადიციულად და არასტანდარტულად ვუდგებით.

Lingwing ალბათ იმ მცირე კომპანიების ჩამონათვალშია, რომელსაც გლობალურ (მსოფლიო) ბაზარზე პირველობის ამბიცია აქვს. მაგალითისთვის, რომელიმე ცნობილი ქართული ბანკი შეიძლება დღეს ჩვენზე ბევრად დიდი და შემოსავლიანი კომპანიაა, მაგრამ მას გლობალური ბაზრის დაპყრობის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ კი სწორედ გლობალურ ბაზარს ვუმიზნებთ და ფულადი მოგებაც რამდენიმე წელიწადში გაცილებით დიდი შეიძლება გვქონდეს, ვიდრე ასეთ ბანკს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის წევრების რაოდენობა და ოფისების ფართი ჩვენთან დაახლოებით 500-ჯერ ნაკლები იქნება.

მოკლედ, ჩვენი მოთხოვნა მარტივია. უბრალოდ, მოკლედ უნდა მოგვწეროთ როგორ დაეხმარებოდით ლინგვინგს განვითარებაში და მზად ხართ თუ არა  მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს დიდ გამოწვევაში – რომ მილიონობით ადამიანმა ენა ლინგვინგის მეშვეობით  მარტივად, ყველაზე ბუნებრივი გზით აითვისოს.

მთავარია გჯეროდეს, რომ შეგიძლია შეცვალო მომავალი. ჩვენ არ მოვითხოვთ განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, უფრო განსაკუთრებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილის მქონე ადამიანებს ვეძებთ და არ აქვს მნიშვნელობა მას დიპლომი აქვს, სტუდენტია, თუ დამოუკიდებლად აქვს მიღებული გარკვეული განათლება ჩვენი საიტის მსგავს პლატფორმებზე.

ქვემოთ იმ მიმართულებების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენთვის უფრო აქტუალურია, მაგრამ შეზღუდული არ ხარ. თუ თვლი, რომ შენ სარგებლის მოტანა შეგიძლია კომპანიისთვის, მოგვწერე წერილი, ან გამოგვიგზავნე შენი ვიდეო მიმართვა ჩვენს მეილზე და დარწმუნებული იყავი, რომ ჩვენი პასუხი ერთ დღეზე მეტ ხანს არ დაიგვიანებს.

ვაკანსიების ჩამონათვალი:

  • უცხო ენების სპეციალისტები (ინგლისური, რუსული, იტალიური, ფრანგული, ჩინური)
  • Front-end პროგრამისტი (angular.js);
  • Back-end პროგრამისტი (node.js, mongodb);
  • მარკეტერი;
  • ბლოგერი;
  • გაყიდვების სპეციალისტი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

lingwing chair

 

წერილი არ უნდა შეიცავდეს 250 სიტყვაზე მეტს და დაწერილი უნდა იყოს რაც შეიძლება თავისუფალი სტილით (ჩათვალე მეგობარს წერ). ვიდეოს ფორმატში თქვენივე ტელეფონის საშუალებით გაკეთებულ მიმართვას უფრო მივესალმებით. ასევე, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი Facebook-პროფილის ლინკი.

ჩვენი მეილია info@lingwing.com

იჩქარეთ, და მეტი შანსი გექნებათ Lingwing-ის ბუმბულის სავარძელი დაიკავოთ!

  1. ნათია ნათია

    გამარჯობათ,ძალიან მონდომებული ვარ ჩავდებ გულს და სულს ყველანაირ საქმეში,ვეცდები მოგიტანოთ ბევრი წარმატება?ჩემს მონდომებას გამოვიყნენ მაქსიმალურად. ნათია 595 92 08 36

  2. Nina Nina

    Gamarjoba. Siamovnebit vitanamshromleb tkventan. Gamocdileba makvs 10 welia ucxo enebs vaswavli da vtargmni. 595282147 nina

  3. გამარჯობა,მეც მინდა თქვენთან ერთად რაიმე ახალი ვაკეთო.გამიხარდება თუ მიმიღებთ.დარწმუნებული იყავით ჩემს პატიოსანი მიდგომით სამუშაოსადმი და შრომისუნარიანობით.მთელს ჩემს ენერგიას ჩავდებ საქმის წინსვლისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *