ალბათ, ხშირად გინახავთ სხვადასხვა ტიპის რეკლამა უცხო ენების სწრაფად შესწავლასთან დაკავშირებით. მაგალითად: „შევასწავლი ინგლისურ ენას 2 თვეში”; “1 თვეში.” მსგავსი განცხადებები არც ისე იშვიათად გვხვდება. ბოლო სარეკლამო განცხადებებში ერთკვირიანი კურსის შემოთავაზებასაც წავაწყდით (https://www.marketer.ge/new-language-in-7-days/).
მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის 8 წელია ჩვენ უცხო ენების შესასწავლ ონლაინ პროგრამებს ვქმნით და დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა გვაქვს, მსგავსი სარეკლამო განცხადებები ჯერ არ გამოგვიქვეყნებია. რატომ? – იმიტომ, რომ ეს ტყუილი იქნებოდა!
ჩვენც გვითქვამს, რომ ერთ საათში, ერთ დღეში თქვენ უკვე შეძლებთ საკუთარი თავის წარდგენას და უმარტივეს დიალოგში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ არა ენის შესწავლას დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში.
ვისაც გჯერათ, რომ ვინმე ერთ კვირაში, ან თუნდაც, ერთ თვეში ენას შეგასწავლით და თანაც კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ 1-2 საათით მიხვალთ მასთან, ჩვენ ამაში თქვენს გადარწმუნებას არ შევეცდებით. სცადეთ!
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ, რეალურად, რამდენ ხანშია შესაძლებელი ენის შესწავლა. თქვენ თავიდანვე უნდა იცოდეთ, თუ რისთვის გჭირდებათ რომელიმე კონკრეტული ენა.
ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, არის თუ არა ჩვენთან შესაძლებელი სასაუბრო ენის ან ბიზნეს-ინგლისურის შესწავლა. ყველა ენა სასაუბროა, მაგრამ გააჩნია რა დონეს ითვალისწინებს საუბრის ხარისხი. ბიზნეს ინგლისურის სწავლა კი წარმოუდგენელია, თუ ინგლისური საკმაოდ კარგად არ იცით.
თუ „მხოლოდ სასაუბრო ინგლისურში“ ინგლისურ ენაზე მხოლოდ და მხოლოდ საუბრის წარმოების უნარი იგულისხმება, ყოველგვარი წერითი და გრამატიკული უნარ-ჩვევების გარეშე, ამისათვის ბავშვობაში, 1 წლის ასაკში უნდა დაბრუნდეთ და 2 წლის ასაკიდან უკვე შეძლებთ მხოლოდ საუბრის დაწყებას.
ენის სტანდარტები
რაც შეეხება ენის ცოდნას, ენების სტანდარტებს ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტი (CEFR) ადგენს, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ რომელ დონეს რისი ცოდნა შეესაბამება (ერთ-ერთ ბლოგში ამ სტანდარტებზეც დეტალურად მოგითხრობთ). დღეისთვის დადაგენილია ენის ცოდნის A(მარტივი), B(საშუალო) და C(რთული) დონეები, რომლებიც ჯამში 22 ქვედონედ იყოფიან.
ასევე დადგენილია საათების რაოდენობა, რომელიც კონკრეტული ქვედონის შესწავლისათვის არის საჭირო და ეს დრო 40-დან 50 საათამდე მერყეობს.
დღეს არსებული ავტორიტეტული ონლაინ და აუდიტორიული სწავლების ბევრი მეთოდის მიუხედავად, საათების ამ რაოდენობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
ჩვენც ამ სტანდარტების მკაცრი დაცვით ვადგენთ კურსებს და, შესაბამისად, არც ჩვენი საიტის მეშვეობით არის შესაძლებელი ამ საათების შემცირება. მაშინ, რატომ სწავლობს ჩვენთან ამდენი ადამიანი და რატომ ეუფლებიან ისინი ენებს საკმაოდ სწრაფად?
არა, ამჯერად ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენი პროგრამის უნუკალურ მეთოდოლოგიაზე, ჭკვიან გამეორებისა და დამახსოვრების პრინციპზე და არც კარგად შედგენილ კონტენტზე, არამედ უბრალოდ ციფრებსა და მარტივ არითმეტიკაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
სწავლის ხანგრძლივობა
სწავლის ტრადიციული (აუდიტორიული) მეთოდები ბევრად უფრო მყარად არის მიბმული საათებზე, ვიდრე ონლაინ სწავლება. თუ სკოლაში, უნივერსიტეტში ან ენების სპეციალურ კურსებზე დადიხართ, თქვენთვის ეს საათები მკაცრად არის განსაზღვრული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საათების რაოდენობის გაზრდა, თუმცა, თუ ეს საათობრივ ანაზღაურებას უკავშირდება, თქვენი ბიუჯეტი ამ დროს მნიშვნელოვნად ზარალდება.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგავიწყდეთ, დამატებით რამდენი საათის დახარჯვა მოგიწევთ იმისათვის, რომ სახლში დამოუკიდებლად მოემზადოთ შემდეგი გაკვეთილისთვის ან მიხვიდეთ მასწავლებელთან, სატრანსპორტო ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საბოლოოდ, თქვენ მიერ უცხო ენის შესწავლისთვის დაანგარიშებული თანხა და ამ პროცესზე დახარჯული დრო თქვენი თავდაპირველი გათვლებისაგან, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებული იქნება.
მხოლოდ ონლაინ რეჟიმში სწავლას აქვს ფუფუნება, დღეში იმდენი საათის განმავლობაში იმეცადინოთ, რამდენის საშუალებაც გაქვთ და ამით გადასახადის ოდენობას ერთი თეთრიც არ მოემატოს. თანაც შეგიძლიათ იმ ნებისმიერი ადგილიდან იმეცადინოთ, სადაც ინტერნეტთან წვდომა გექნებათ. შესაბამისად, არც თქვენი სატრანსპორტო ხარჯები შეიცვლება და არც საშინაო დავალების შესასრულებლად დაგეხარჯებათ დამატებითი დრო.
პირობითად, თუ ჩვენთან 77,9 ლარად 6 თვიანი პაკეტი გაქვთ შეძენილი, მაშინ 1 დღე 0,65 თეთრი გიჯდებათ. დღეში თუ 1-2 საათს იმეცადინებთ, საათი, დაახლოებით, 32 თეთრი დაგიჯდებათ, რაც 60-ჯერ(!!) იაფია რეპეტიტორთან მომზადების საშუალო ფასზე.
რაც შეეხება ჩვენი საიტით სწავლის სიმარტივესა და მიღებული ცოდნის ხარისხს, ამის შეფასებაც თქვენთვის მოგვინდია. თუ ნამდვილად გსურთ ენის შესწავლა, იმედია 10 წუთს გამონახავთ, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა პროგრამამ ჩაგითრიოთ და მისი ერთგული მომხმარებელი გაგხადოთ.