დღეს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.
ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ინტერნეტის დახმარებით ჩვენი ცხოვრების გამარტივებას.
როგორ მოვიყვანოთ მარწყვი და პომიდორი; როგორ შევიკრათ თასმები ფეხსაცმელზე ორიგინალურად; ჰალსტუხი როგორ გავიკეთოთ; როგორ შევწვათ ბადრიჯანი შხეფების გარეშე და როგორ გამოვაცხოთ მარტივად გემრიელი ტორტი? მეზობლების დახმარება და ზარი ახლობელთან ამ კითხვებზე საპასუხოდ აღარ არის საჭირო, ინტერნეტში უამრავი დასურათებული ინსტრუქციები და ვიდეოებია.
ნებისმიერ საყოფაცხოვრებო პრობლემასთან შეჯახების დროს, უკვე ვიცით, რომ ინტერნეტში ვიპოვით პასუხს.
თუ ადრე მკითხავისათვის უნდა მიგემართათ, იმის გასაგებად, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუ შეყვარებულთან, ან მეუღლესთან გქონდათ პრობლემა, დღეს აღარ არის საჭირო მხოლოდ სანთლის შუქით განათებულ ოთახში ყვავის დამწვარი ბუმბულის არომატის სუნთქვა და ნემსგარჭობილი ბაყაყის გადმოკარკლულ თვალებში ყურება. შედიხართ ინტერნეტში და მარტივად პოულობთ ყველა უებარ რეცეპტს.
ხო, მართლა, რეცეპტი! უკვე ექიმების შეცდომებსაც მარტივად აფიქსირებთ, თუ ღმერთმა არ ქნას და ავად გახდით. შეგიძლიათ შეუსწოროთ კიდეც მას და ურჩიოთ, რომ თქვენი ასაკისათვის 10-იანი კოდიროტონი კი არ არის საჭირო, არამედ 20-იანი ან თქვენი ოსტეოქონდროზისათვის სულაც არ არის მასაჟები საჭირო, უფრო ვარჯიში მოუხდებოდა.
სამსახური გინდათ? შედით ინტერნეტში და მოძებნეთ. უცხოური უნივერსიტეტის დამთავრება გსურთ? არ არის პრობლემა, ინტერნეტით ამასაც შეძლებთ. საინტერესო პიროვნების გაცნობას, ან სკოლის მეგობართან საუბარსაც უკვე ინტერნეტის საშუალებით ვამჯობინებთ.
ეს ყველაფერი მართლაც შესაძლებელია.
მაგრამ, შეძლებთ ამას თქვენც?
იმ ზღვა ინფორმაციაზე, რომელიც ინტერნეტშია განთავსებული, პირადად თქვენ რამდენად მიგიწვდებათ ხელი?
არა, ინტერნეტის ხარისხს და კომპიუტერს არ ვგულისხმობთ.
იცით რამდენია ქართულენოვანი კონტენტის (ინფორმაციის) წილი ინტერნეტში?
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ინტერნეტში ინფორმაციის მოცულობაა ასახული ენების მიხედვით.
ქართულ ენას თქვენც ვერ ხედავთ?
მოკლედ, ინტერნეტის ყველა სიკეთით სარგებლობა, მხოლოდ ქართული ენის ცოდნით, შეუძლებელი იქნება.
შეამჩნევდით, რომ ცხრილში მეორე ადგილზე რუსული ენაა. გამოდის, თითქოს, თუ რუსული იცით, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, მაგრამ რუსულის პროცენტული მაჩვენებელიც შეამჩნიეთ?
ასე რომ, თუკი შენ მიერ ნასწავლი ენების ჩამონათვალში ინგლისური ენა არ მოიძებნება, სამწუხაროდ, ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მხოლოდ 7-8%-თან გექნება წვდომა.
მაგრამ არის გამოსავალიც!
და, მგონი, შენი შვების უებარი რეცეპტი აქ იმალება – Lingwing.com
P.S. lingwing.com -ზე ინგლისურის ენის მცოდნეებსაც ბევრი ახალი გამოწვევა გელით!