საფრანგეთი – სილამაზის, მოდისა და ხელოვნების მარადიული სიმბოლოა, ფრანგული ენა კი, საერთაშორისო ენათაგან ერთ-ერთი, მელოდიურობითა და შარმით გამოირჩევა. ფრანგულად ნათქვამი “მიყვარხარ” (Je t’aime) წამში გახვევს თავბრუს ჯადოსნური ეფექტით და თავს ერთადერთად და განუმეორებლად გაგრძნობინებს.
თუ თქვენი დილა ფინჯანი ყავით და კრუასანით დაიწყება, ფრანგული მელოდიების თანხლებით, რომანტიკული განწყობა და წარმატებული დღე გარანტირებული გაქვთ. ცოტა დრო Lingwing-ის ფრანგული ენის კურსსაც დაუთმეთ და ახლო მომავალში, მონმარტრზე სეირნობისას, თამამად წაიმღერეთ Sous le ciel de Paris.
1. Edith Piaf – Sous le ciel de Paris
საფრანგეთი წარმოუდგენელია ედიტ პიაფის მომაჯადოვებელი ხმის გარეშე. “იმღერო, ნიშნავს შთაბერო სიცოცხლე. ეს შეუძლებელია,თუ სიტყვები საშუალო დონისაა, მხოლოდ კარგი მელოდია არაფერს ნიშნავს.“ – ედიტ პიაფი.
2. Françoise Hardy – Comment te dire adieu
60-იანი წლების ვარსკვლავის რომანტიკული ხმისა და იმიჯის ჰარმონია მართლაც მშვენიერი და დასამახსოვრებელია. ფრანსუა ჰარდის ფრანგული სტილი დღემდე რჩება დიზაინერების შთაგონების წყაროდ.
3. Stromae – Alors on Danse
ბელგიელ შემსრულებელს, პოლ ვან ჰავერს, მსმენელი Stromae-ს სახელით იცნობს. პოპულარობა 2009 წელს მოიპოვა, სიმღერით Alors on Danse. ორიგინალური რიტმი და ტექსტები ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მსმენელს ამახსოვრებს თავს.
4. Vanessa Paradis – Mi Amor
ვანესა პარადი, განსაკუთრებული ფრანგული გამოთქმითა და შარმით, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
5. Frànçois & the Atlas Mountains – La Vérité
ფრანგული ენა ყველა ჟანრს უხდება – მათ შორის, ინდი პოპსაც.
6. Stacey Kent – jardin d’hiver
სტეისი კენტი ამერიკელი მუსიკოსია, თუმცა ფრანგული ენის სილამაზეს და მელოდიურობას შესანიშნავად გადმოგვცემს.
7. Serge Gainsbourg & Jane Birkin – Je t’aime… moi non plus
და ბოლოს, თქვენი კვირა დღისთვის – სერჟ გინზბურგი და ჯეინ ბირკინი, ქარიზმატული წყვილის შეუდარებელი სიმღერა მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.