ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ დასასვენებლად ისეთ ქვეყანაში მივდივართ, სადაც იმ ენაზე საუბრობენ რომელიც არ ვიცით, ნერვიულობას ვატყობთ ხოლმე თავს. თუმცა, ღირს თუ არა ამაზე ნერვიულობა -ნამდვილად საკითხავია.
ჩვენს შემთხვევაში, სანერვიულო მართლაც არაფერი გვქონდა. სომხეთში მივდიოდით Lingwing-ის გუნდი, სევანის სტარტაპ სამიტზე. ჩვენს წარმოდგენაში, სომხური სიტყვების და ფრაზების ცოდნა ჩვენს მოგზაურობას უფრო მხიარულ ელფერს შესძენდა. ჩვენი სომხური ენის ცოდნა კი 2-3 სიტყვით შემოიფარგლებოდა.
მოსახერხებელი ლექსიკონი ონლაინში ვერ ვნახეთ და პირველი განათლება სომეხი ტაქსის მძღოლისგან მივიღეთ, რომელიც სომხეთში ყოფნის პერიოდში არცერთხელ გამოგვადგა, და გზაშიც კარგად გაგვართო. მძღოლმა თავიდანვე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სომხურ ანბანში ქართულზე მეტი სიმბოლოა. ამის მიუხედავად, 6 საათიანი მგზავრობის განმავლობაში თავი ამაყად გვეჭირა, რადგან ლინგვინგში ყველამ კარგად ვიცით, რომ ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა.
სამიტი ძალიან საინტერესო ფორმატში ტარდებოდა: ბანაკის ტერიტორია დაყოფილი იყო უბნებად და თითო უბანში 10-მდე კარავი იდგა, სადაც 20-მდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. მოკლედ, ყველანაირი პირობა იყო იმისთვის, რომ 700 მონაწილიდან, მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან გვქონოდა შეხება.
დღეში ერთ-ორ სომხურ სიტყვას მაინც ვამატებდით ჩვენს ლექსიკონს ახლად გაცნობილებისგან და დაახლოებით 15 სიტყვამდე ავედით. მაგრამ იყო 7 სიტყვა, რომელიც ცხოვრებას გვიხალისებდა. ყველგან ვიყენებდით ამ სიტყვებს, რას არ ვიგონებდით, წინადადებებს ვაწყობდით, კონტექსტშიც ვხმარობდით და უკონტექსტოდაც, მოკლედ ყველანაირად. ეროვნებასაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ირანელებსაც ჩვენი სომხური სიტყვების თაიგულით ვესაუბრებოდით, ფილიპინელებსაც, ინდოელებსაც და ქართველებსაც კი.
ორი სიტყვა რომლებმაც რეკორდი მოხსნა გამოყენების მხრივ იყო:
“აჯოღუცუნ” – ნახვამდის
“შნორაკალუცუმ” – მადლობა
რაც მეტი ვიცით, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ და უსუსურები ვართ, როცა ამ 7 სიტყვის სწავლაც კი გვეზარება.
7 სიტყვა = ურთიერთობას
7 სიტყვა = კეთილგანწყობას
თანაც, თითქოს 7 სიტყვაა, მაგრამ ძალინ ბევრ რამეზე გყოფნის. მერე უკვე თვითონ ქმნი ისეთ სიტუაციებს რომ ამ 7 სიტყვიდან, რაც შეიძლება მეტი დაგჭირდეს და შენი მარაგის შესაძლებლობებიც იზრდება.
სომხეთში კომუნიკაცია მხოლიდ ინგლისურად ან რუსულად რომ გვქონოდა, ისე კარგად ნამდვილად ვერ გავერთობოდით. რეალურად მასპინძელიც ყოველთვის ხალისობს და პატივისცემას გრძნობს, როცა სტუმრები, თუნდაც დამტვრეული ენით, ადგილობრივ ენაზე სიტყვებს აკოწიწებენ. ვერ ვიხსენებ უცხოელს, რომელსაც გამართულად გამოეთქვას “გამარჯობა”, თუმცა ეს ხომ არ არის მთავარი, პირიქით, მომხიბლავიც კია უცხოური აქცენტი.
მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ენების სრულყოფილი ცოდნა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ გაერთოთ, გამხიარულდეთ და თავდაჯერებულობა მოგემატოთ. 7 სიტყვაც კი კმარა ამისთვის.
თუ სადმე აპირებთ გამგზავრებას ან უკვე მოგზაურობთ, იმედია გამოგადგებათ ჩვენი რჩევა და თქვენი მოგზაურობაც უფრო გახალისდება.
Lingwing.com – ზე 15 წუთი უფასო პრაქტიკა და – ეგ არის.