დღევანდელი დღე ლინგოსთვის ჩვეულებრივად დაიწყო. გერმანული სიზუსტით, დილით 08:00 საათზე, ტრადიციისამებრ, კარგ ხასითზე წამოფრინდა, ნისკარტი გაიხეხა და ინგლისური საუზმე მიირთვა. შუადღისას ლანჩზეც, ტრადიციულად, ფრანგულ კრუასანს შეექცა, საღამოს კი თავის რუს მეგობარ გოგოს გაუარა იტალიიდან ჩამოყვანილი ახალი ალფა რომეოთი და თბილისის ძველ აბანოში მასთან ერთად „გაიგულავა”. აბანოდან დაბრუნებულმა, ოდნავი დაღლისა და მოთენთილობის ფონზე, ესპანური დესპასიტო ჩართო და საწოლისკენ გაეშურა. ფრთა თავქვეშ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოდებული, რომ ჩათვლიმა.
Posts published in September 2018
ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა ჩივილით, რომ რომელიღაც საიტზე უცხო ენის შესასწავლი კურსი იყიდეს და რეალურად მოტყუებულები დარჩნენ - გადაიხადეს თანხა და ვერ მიიღეს დაპირებული სერვისი. ამ საიტებს შეგნებულად არ დავასახელებთ, თუმცა დაგეხმარებით და აგიხსნით, როგორ შეგიძლიათ გაარკვიოთ მარტივად, რამდენად სანდოა რომელიმე საიტზე შემოთავაზებული პროდუქტი იქამდე, სანამ მასში თანხას გადაიხდიდეთ.