Press "Enter" to skip to content

3 რჩევა ონლაინში მოტყუებისგან თავის ასარიდებლად

lingwing 0

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა ჩივილით, რომ რომელიღაც საიტზე უცხო ენის შესასწავლი კურსი იყიდეს და რეალურად მოტყუებულები დარჩნენ – გადაიხადეს თანხა და ვერ მიიღეს დაპირებული სერვისი. ამ საიტებს შეგნებულად არ დავასახელებთ, თუმცა დაგეხმარებით და აგიხსნით, როგორ შეგიძლიათ გაარკვიოთ მარტივად, რამდენად სანდოა რომელიმე საიტზე შემოთავაზებული პროდუქტი იქამდე, სანამ მასში თანხას გადაიხდიდეთ.

ქვემოთ მოყვანილი სამი მეთოდი დაგეხმარებათ გაარჩიოთ კეთელსინდისიერი კომპანიები არაკეთილსინდისიერისგან და არ დახარჯოთ ზედმეტი თანხა არასაიმედო საიტებზე. ამისთვის არ დაგჭირდებათ საიტის კოდის გარჩევა ან სხვა ტექნიკური დეტალების შესწავლა. მართალია, საქართველოში ასეთი პლატფორმები ნამდვილად არ არის ბევრი, თუმცა კარგი იქნება, თუ მათ გარჩევას დამოუკიდებლად შეძლებთ.

1. შეამოწმეთ Facebook-ის გვერდი.

ყველაზე საიმედო გზა, საიტის რეპუტაციის შესამოწმებლად, არის სხვა მომხმარებლების შეფასებების წაკითხვა. თუმცა, არ ენდოთ მხოლოდ საიტზე განთავსებულ შეფასებებს, რადგან შეიძლება ისინი არ იყოს რეალური. აჯობებს, ნახოთ კომპანიის facebook გვერდი და წაიკითხოთ მომხმარებლების შეფასებები და კომენტარები. ასევე, მიაქციოთ ყურადღება, რამდენად აქტიურია მათი გვერდი სოციალურ ქსელებში და როდის არის ბოლო პოსტი გამოქვეყნებული. თუ შეფასებები საერთოდ არ აქვთ გვერდზე, ან ბოლო პოსტი დაახლოებით ერთი წლის წინ აქვთ გამოქვეყნებული, მაშინ უკვე შეგიძლიათ  შეიტანოთ ეჭვი კომპანიის რეპუტაციაში.

Lingwing reviews

2. ნახეთ რას გთავაზობთ საიტი.

დააკვირდით საიტის დიზაინს, ხარისხს და ნახეთ რას გთავაზობთ ის. თუ საიტი, სასწავლი კურსის სანახავად, თავიდანვე გთხოვთ გადახდას, ამ შემთხვევაში დარწმუნებული უნდა იყოთ მის სანდოობაში. სხვა ვითარებაში არ გირჩევთ მსგავს საიტზე რაიმე შეიძინოთ ან  ბარათის მონაცემები შეიყვანოთ. სანდო საიტები, როგორც წესი, გთავაზობენ საცდელ კურსს სადაც შეგიძლიათ ნახოთ სწავლების მეთოდი და გააკეთოთ უფასოდ საცდელი დავალებები.

Lingwing packages

3. ნახეთ საკონტაქტო ინფორმაცია.

ნახეთ როგორი საშუალებით შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ საიტის მხარდაჭერის ჯგუფს. ყველაზე კარგი საშუალებაა დაუკავშირდეთ ტელეფონით და გაესაუბროთ. თუ ტელეფონი არ აქვთ მითითებული, სცადეთ სხვა საკონტაქტო არხით დაკავშირება. როგორც წესი, სამუშაო დღეებში, კარგი რეპუტაციის მქონე კომპანია მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში უნდა დაგიკავშირდეთ და გასცეს პასუხი თქვენს კითხვებს.

Contact details

თუ მაინც გეეჭვებათ კომპანიის რეპუტაცია და გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ და შევეცდებით ონლაინ-სწავლების ნებისმიერი  პლატფორმის შერჩევაში დაგეხმაროთ.

ასევე, ყველა, ვინც წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ ინფორმაციას  უცხო ენების შესასწავლ რომელიმე თაღლითურ საიტზე, Lingwing.com-ის ფასიან პაკეტებზე 30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებს.

Facebook: https://www.facebook.com/pg/lingwingcom/

Tel: 551711171

Site: https://lingwing.com/ka/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *