Lingwing-ის განახლებული უცხო ენების შესასწავლი აპლიკაცია უკვე გამოვიდა Android-ის ოპერაციულ სისტემაზე და ის გამართულად მუშაობს ყველა მოდელის ტელეფონზე.
Posts published in January 2019
ამ სტატიას არ დავწერდით, რომ არა ის სავალალო ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს შეინიშნება მსოფლიოში, და კერძოდ, კიდევ უფრო მძაფრად საქართველოში, სადაც, საშუალო სტატისტიკურად, დღეში 196 ადამიანი ჩუმდება, რაც დღეში საშუალო შობადობაზე მეტია. ზრდის ტემპიც საკმაოდ დიდია, რამაც შეიძლება ქართველი ერის საბოლოო გაჩუმება გამოიწვიოს.
ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ინგლისური ენის ცოდნა დღეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთანავე, ისიც კი აღმოჩნდა, რომ ინგლისური ენის ცოდნის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტი ყოფილა.
Მილიარდობით ადამიანი მსოფლიოში დაუღალავად ცდილობს ინგლისური კარგად ისწავლოს, არამხოლოდ თვითგანვითარებისთვის, არამედ ფინანსური კეთილდღეობისთვისაც. Ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხალხი ლინგვა ფრანკაზე (საერთო ენაზე) საუბრობს, საკმაოდ მარტივია, თუმცა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია და თუნდაც საქართველო, სადაც ინგლისური არ არის ოფიციალური ენა, მისი ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და, ხალხის რწმენით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
Რატომ არის ინგლისურის სწავლა სამყაროს ნებისმიერ ნაწილში აქტუალური? (more…)