ამ სტატიას არ დავწერდით, რომ არა ის სავალალო ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს შეინიშნება მსოფლიოში, და კერძოდ, კიდევ უფრო მძაფრად საქართველოში, სადაც, საშუალო სტატისტიკურად, დღეში 196 ადამიანი ჩუმდება, რაც დღეში საშუალო შობადობაზე მეტია. ზრდის ტემპიც საკმაოდ დიდია, რამაც შეიძლება ქართველი ერის საბოლოო გაჩუმება გამოიწვიოს.
გაჩუმების ძირითადი მიზეზია სმარტფონები და ინტერნეტი. დღესდღეობით, ბევრად მეტი მესიჯი იგზავნება, ვიდრე სიტყვა ამოდის ადამიანის პირიდან. თუ ვინმემ დაილაპარაკა, გვიხარია რომ ხმა აღმოხდა.
გავრცელებულია ასევე ჯგუფური სიჩუმე, ეს სიჩუმის ერთერთი ყველაზე ეპიკური მომენტია, როდესაც მეგობრები იკრიბებიან, თუმცა, რატომ არავინ იცის, რადგან ერთმანეთს კი არ ელაპარაკებიან, არამედ უკომენტარებენ – იქვე გადაღებულ სელფებზე, უი თუმცა აქვე გაეცა პასუხი კითხვას თუ რატომ იკრიბებიან. იმირომტომ სელფები გადაიღონ და ერთმანეთს დაუგულ ❤️ დაუჰაჰაონ ?
მოსაწყენი იქნებოდა რომ მხოლოდ ამ ფორმით იყოს გაჩუმება გამოვლენილი.?
ჩვენ ვჩუმდებით ყველაფერზე: უსამართლობაზე, გაუნათლებლობაზე, სიბოროტეზე, არაჰუმანურობაზე და მოკლედ ყველაფერზე, რაზეც გაჩუმება არაადამიანურია. ასეთი ტემპით თუ ვივლით შესაძლოა იქ მივიდეთ საიდანაც მოვდივართ.
ეს არის გაჩუმებული ხალხის სტატისტიკა ყოველდღიურად ასაკის მიხედვით:
ერთადერთი ხსნა შეიძლება იყოს Lingwing-ის აპლიკაცია, რომელიც იმედის ბოლო ნაპერწკალს აღვივებს. ბოლო პერიოდში შევამჩნიეთ რომ ექვსივე ენაზე ერთად, დღეში ლაპარაკით 12477 დავალება სრულდება. ეს იმედს გვიტოვებს, რომ ხალხი ჯერ კიდევ საუბრობს. მთავარია ქართული ენა არ დაავიწყდეთ და სულ მალე, ალბათ ამ პრობლემასაც გადავჭრით.
თუმცა ეს არ კმარა, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და გავავრცელოთ ეს აპლიკაცია, რომელიც გაჩუმების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს და ერი ნორმალური ცხოვრების წესსა და რიტმს დაუბრუნდება.
გადმოწერეთ ლინგვინგის აპლიკაცია და გაუზიარეთ მეგობრებსაც! ვებრძოლოთ ტოტალურ გადაჩუმებას!
Android: https://goo.gl/GCkSIh
ჩვენ ერთად ავალაპარაკებთ გაჩუმებულ ერს!