Lingwing-ის განახლებული უცხო ენების შესასწავლი აპლიკაცია უკვე გამოვიდა Android-ის ოპერაციულ სისტემაზე და ის გამართულად მუშაობს ყველა მოდელის ტელეფონზე.
რითია Lingwing-ის ენების შესასწავლი აპლიკაციები გამორჩეული და რა სიახლეებია ახალ ვერსიაში:
ქართული ენიდან შესწავლა
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მომხმარებლისთვის ის არის, რომ აპლიკაციაში არსებული ექვსივე ენის შესწავლა ქართული ენიდან არის შესაძლებელი, რასაც ვერცერთ სხვა ინტერაქტიულ აპლიკაციაში ვერ შეხვდებით.
ჩათის მსგავსი ინტერფეისი
შევეცადეთ, რომ ინტერფეისი მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული და კომფორტული ყოფილიყო, ამიტომ დავალებების შესრულების ინტერფეისი მაქსიმალურად მივამსგავსეთ ჩათს, იმ გარემოს, რომელიც ისედაც ყველასთვის ნაცნობია. მეცადინეობისას ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს მეგობარს წერთ მესენჯერში და სულ გავიწყდებათ, რომ მეცადინეობთ.
ხმის ამოცნობის სისტემა
მთლიანად განვაახლეთ ხმის ამოცნობის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დავალებები ლაპარაკით შესრულდეს. მსგავსი ფუნქციონალი მხოლოდ Lingwing-ის აპლიკაციაშია, რაც საშუალებას გაძლევთ მოიხსნათ ყველანაირი კომპლექცი უცხო ენაზე საუბრისას და უკვე მომზადებული შეხვდეთ უცხოელებს.
ბუნებრივი სწავლის გზა
ზოგადად ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს პლატფორმაზე სწავლა მაქსიმალურად ბუნებრივი გზით ხდებოდეს და კურსებსაც ყოველთვის ვახმოვანებინებთ უცხოელებს. აპლიკაციის გამოყენებიდან 5 წუთში ადამიანს უქრება ენის შესწავლის ყველანაირი შიში და მყისიერად ხედავს შედეგს.
მომხმარებლების რაოდენობა
განახლებული აპლიკაციით უკვე 5000 ადამიანი სარგებლობს და ახალი მომხმარებლები საკმაოდ სწრაფად ემატება, რადგან Lingwing-ის პლატფორმაზე უკვე 85 000 ადამიანზე მეტია დარეგისტრირებული. მომხარებლების გამოხმაურებები ძალიან გვეხმარება პროდუქტი მუდმივ რეჟიმში ვაუმჯობესოთ.
ფასები
სიახლე კიდევ ის არის, რომ დაემატა ყოველთვიური გადახდის ფუნქცია. თვეში 15.9 ლარად უკვე შეგიძლიათ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტი შეიძინოთ, რომელიც 119 ლარი ღირს ერთიანად შეძენის შემთხვევაში.
ვებსაიტი: www.lingwing.com
Android: https://goo.gl/GCkSIh