ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ინგლისური ენის ცოდნა დღეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთანავე, ისიც კი აღმოჩნდა, რომ ინგლისური ენის ცოდნის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტი ყოფილა.
Მილიარდობით ადამიანი მსოფლიოში დაუღალავად ცდილობს ინგლისური კარგად ისწავლოს, არამხოლოდ თვითგანვითარებისთვის, არამედ ფინანსური კეთილდღეობისთვისაც. Ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხალხი ლინგვა ფრანკაზე (საერთო ენაზე) საუბრობს, საკმაოდ მარტივია, თუმცა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია და თუნდაც საქართველო, სადაც ინგლისური არ არის ოფიციალური ენა, მისი ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და, ხალხის რწმენით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
Რატომ არის ინგლისურის სწავლა სამყაროს ნებისმიერ ნაწილში აქტუალური?
EF Research Network-ს Კვლევამ პირდაპირი კავშირი აჩვენა მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონესა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის. Კვლევაში მონაწილე 60 ქვეყნიდან, თითქმის ყოველ მათგანში მოსახლეობის ინგლისურის ცოდნის მაღალი დონე მკვეთრად განაპირობებს ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლის წილს. Ასევე ინდივიდუალურ ჭრილშიც, დამქირავებლებისა და HR მენეჯერების განცხადებით, იმ დასაქმებულებს, რომლებიც ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ფლობენ, 30-50%-ით მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ იცის ინგლისური.
“იმ დასაქმებულებს, რომლებიც ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ფლობენ, 30-50%-ით მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ იცის ინგლისური.”
Ინგლისურის ცოდნასა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას შორის კავშირი სასიკეთო ციკლია, ინგლისური უნარების გაუმჯობესებით იზრდება ხელფასები, რაც თავის მხრივ აძლევს შესაძლებლობას მთავრობას და ინდივიდებს მეტი დახარჯონ ინგლისურის სწავლაზე. Მიკრო დონეზე, ინგლისურის უკეთესი ცოდნა აძლევს ადამიანებს საშუალებას იშოვნონ უკეთესი სამსახური და გაიუმჯობესონ ცხოვრების დონე.
Ეს ფაქტი მართლაც ძალიან შესამჩნევია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მოგზაურობისას, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით მეტი ადამიანი საუბრობს ინგლისურად და არამარტო, ბევრი მათგანი 3-4 ენაზეც კი თავისუფლად საუბრობს. Განვითარებული ქვეყნების ლიდერები აცნობიერებენ, რომ ინგლისურის ცოდნა მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკის წარმატებას.
Თავის მხრივ ბიზნესმაც უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნები როგორ მნიშვნელობას ანიჭებენ ინგლისურის ცოდნას, რადგან ეს ერთგვარი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად ცდილობს ეს ქვეყანა გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრებას. Ინგლისურის ცოდნა მხოლოდ ფუფუნება არ არის, ეს აუცილებელი პირობაა გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის ეპოქაში.
“მომხმარებელს მხოლოდ 15.9 ლარის გადახდა უწევს ყოველთვიურად.”
Საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით არ არის მძლავრი და უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს ინგლისური ენის სწავლაში თანხის ინვესტირებას. Მიუხედავად იმისა, რომ Lingwing.com-ზე ერთწლიანი პაკეტის საფასური სულ რაღაც 119 ლარია, ერთიანად ამ თანხის გადახდა ბევრისთვის მაინც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ 2019 წლის დასაწყისში დავამატეთ ყოველთვიური გადახდის ფუნქცია, რამაც ფასიანი მომხმარებლების რაოდენობა 500%-ით გაზარდა. Ამ შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ 15.9 ლარის გადახდა უწევს ყოველთვიურად. Დიდი იმედი გვაქვს, რომ გადახდის ეს სისტემა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას ისწავლონ ენა და დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
გაეცანი პაკეტებს: https://lingwing.com/ka/packages