Press "Enter" to skip to content

Lingwing-ზე ახალი, უფასო კურსი დაემატა

lingwing 0

Lingwing-ი გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და უერთდება #SpendYourSummerInGeorgia-ს კამპანიას. ჩვენი მიზანია საქართველოში მცხოვრებ ყველა მასპინძელს ჰქონდეს საშუალება ჩამოსულ ტურისტებს ინგლისურად ესაუბრონ. ამიტომ, გადავწყვიტეთ სრულიად უფასო კურსის დამატება.

ტერაბანკი

გვიხარია, რომ ამ კამპანიას ტერაბანკი შემოუერთდა და გვეხმარება სერვისზე ინფორმაცია უფრო ფართო მასებს მივაწოდოთ.

ეს წელი ჩვენი აზრით იქნება გარდამტეხი საქართველოს ტურიზმისთვის და ქვეყნის რაკურსი შეიცვლება ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე.

Lingwing-ის კონტრიბუცია ახალი, უფასო ინგლისურის  კურსის დამატებაა, რომლის გავლაც შესაძლებელია ონლაინ. კურსი განკუთვნილია: სასტუმროს, საოჯახო სასტუმროს, ჰოსტელის პერსონალისთვის და ასევე ტურისტებისთვის. კურსის გავლა შეუძლია ყველას, ვისაც A2-B1 დონის ცოდნა აქვს ინგლისურში.

უფასო კურსის ლინკი:
https://lingwing.com/ka/about/course/geo/english_hotel

ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური კურსი მაქსიმალურად მორგებულია ტურისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ენობრივ თემატურ საჭიროებებზე.

Lobby Boy

კურსი მოიცავს 1950 დავალებას და იძლევა შესაძლებლობას უმოკლეს დროში (20-25 საათში) შეგასწავლოთ სასაუბრო დონეზე ის ტერმინოლოგია, რაც გჭირდებათ ტურიზმის სფეროში.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • უცხო ენაზე  სტუმრების მიღება და გასტუმრება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
  • ნომრის დაჯავშნა და გაუქმება;
  • სხვადასხვა შეთავაზებები ტურისტებისთვის;
  • სასტუმროს ოთახების შედარება;
  • შიდა და გარე აქტივობები;
  • რესტორნის თემატიკა;

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ჩვენი კურსი დაგეხმარებათ განივითაროთ, როგორც სმენითი, ასევე წერითი უნარები ინგლისურ ენაში.

მათ, ვინც ინგლისურს A2-B1 დონეზე არ ფლობს, ჩვენივე საიტზე შეუძლიათ გაიუმჯობესონ ცოდნა საბაზისო კურსების საშუალებით.

საიტი: www.lingwing.com
Android აპლიკაცია https://goo.gl/GCkSIh
iOS აპლიკაცია https://goo.gl/h40Bmt


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *