Press "Enter" to skip to content

გაინტერესებთ Lingwing-ის 2019 წლის ამბები?

lingwing 0

უკვე 3 წელია რაც ვარსებობთ და ახალ 2020 წელს საკმაოდ მრგვალი ციფრით, 160 000 დარეგისტრირებული მომხმარებლით ვხვდებით.

ალბათ გასაკვირია, საერთოდ როგორ მოვახერხეთ ეს, როცა ონლაინ სწავლების ერთადერთი პლატფორმა ვართ საქართველოში და ამ მიმართულებას ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს საზოგადოება, მათთვის რთული დასაჯერებელია, რომ ონლაინში სწავლა მასწავლებელთან მომზადებაზე უფრო ეფექტურიც კი შეიძლება იყოს. ამას ემატება ის მოსაზრება, რომ ონლაინში ყველაფერი უფასო უნდა იყოს, რაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში შემორჩა მხოლოდ.

მაშინ, რა ვიჯადოქრეთ ისეთი, რომ მხოლოდ ჩვენმა კომპანიამ გაუძლო ბაზარზე ასეთ პირობებს და როგორ ვცვლით ადამიანების დამოკიდებულებას ონლაინ სწავლების მიმართულებით.

ჩვენი კომპანია, არა მარტო, სტაბილურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, არამედ სერიოზული შედეგებიც აქვს, წინა წელთან შედარებით 250% ზრდა ვაჩვენეთ და უკვე 10 000-მა ადამიანმა დაასრულა ჩვენი კურსები, თუმცა, ამის მიღწევა ნამდვილად არ იყო მარტივი

აქვე, ჩვენი პროდუქტის 2019 წლის რჩეული შეფასებები

რას ვუკავშირებთ ჩვენი მომხმარებლების რიცხვის მნიშვნელოვან მატებას?

1. რეგიონალური წარმომადგენლები

წელს Unwomen-თან და Weps-თან თანამშრომლობით 10 ქალბატონი ავიყვანეთ კომპანიაში. ასეთ ენერგიულ, მოტივირებულ და კრეატიულ ქალბატონებს ალბათ იშვიათად თუ შეხვდებით. ქალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი გურული იაკო თავდიშვილია. წარმომადგენლები გვყავს, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, კახეთში და სამეგრელოში, თუმცა ათეულის ხელმძღვანელს მეტი ამბიციები აქვს და კიდევ სურს გააძლიეროს ეს არმია, დაიმატოს მეტი ქალები და სხვა რეგიონებიც მოიცვას. მათი მთავარი მისია კი ონლაინ განათლების და უცხო ენების შესწავლის პოპულარიზებაა და თუ თქვენც გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდით ნებისმიერი გზით, სასურველ დროს.

2. ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები

ჩვენი პრემიუმ პაკეტების ფასები თავიდანვე მოვარგეთ მომხმარებელთა შესაძლებლობას, მაგრამ წელს გადახდის სისტემა უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი გავხადეთ, დავამატეთ ყოველთვიური გადახდები, რამაც მომხმარებლების რიცხვი თითქმის გაასამმაგა.

მომხმარებლებს 119.9 ლარის ნაცვლად, შეუძლიათ ისაგებლონ ყოველთვიური გადახდით, თვეში მხოლოდ 15.9 ლარად.

3. პროდუქტი

რაც შეეხება პროდუქტს, ალბათ სუბიექტური იქნება ჩვენი მხრიდან მისი შეფასება, თუმცა, კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი ძალიან დიდია, 10 000 მა მათგანმა დაასრულა კურსები და არ გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. შეგიძლიათ თავადაც გამოსცადოთ უფასო საცდელი პერიოდი და დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლებთ ჩვენი ვებ-საიტით ან მობილური აპლიკაციებით.

Android: https://goo.gl/GCkSIh
iOS: https://goo.gl/h40Bmt

4. TechnoBus-ის ტურები

დაემგზავრე ტექნოლოგიებს – ეს არის ჩვენი მეორე პროექტის სლოგანი, რომელიც წარმოადგენს მოძრავ პლატფორმას – კერძოდ დაბრენდილ ავტობუსს, რომელიც რეგიონებში ჩადის, ჩაყავს სპიკერები და ახალგაზრდებს ესაუბრება ტექნოლოგიებზე, ონლაინ განათლებასა და დასაქმებაზე. წელს ჯამში 80-ზე მეტ სკოლაში ვიყავით და შევხვდით დაახლოებით 8000 ახალგაზრდას. პროექტს მხარს უჭერეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ჰო, და სტატიის ბოლომდე წაკითხვის ჯილდო: 25% ფასდაკლება Lingwing-ზე!

https://lingwing.com/ka/packages?coupon=6C0273

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *