Press "Enter" to skip to content

ონლაინ-სწავლების 11 რესურსი ქართულ ენაზე

lingwing 0

დღეს, ისე როგორც არასდროს, ონლაინ-სწავლება ყველაზე განხილვადი თემაა. სასწავლო რესურსების ციფრულ სამყაროში გადატანის აუცილებლობა ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიურმა გავრცელებამ გამოიწვია.

სკოლები, უნივერსიტეტები და ტრენინგ-ცენტრები რამდენიმე კვირაა ახალ რესურსებს ქმნიან და სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ტესტავენ. ზოგიერთი კი დღემდე ვერ ახერხებს ონლაინ-სწავლების სრულყოფილ რეჟიმზე გადასვლას და სანაცვლოდ გაკვეთილებისა და ლექციების ტრანსლირებით შემოიფარგლება.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ 11 საუკეთესო ქართული ან ქართულენოვანი ონლაინ-რესურსი, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას დაგეხმარებათ ახალი ცოდნის მიღებაში.

უცხო ენების ონლაინ-შესწავლა

  1. Lingwing.com – ალბათ, არ გაგვინაწყენდებით, თუ სიას ჩვენივე პლატფორმით დავიწყებთ. როდესაც  2011 წელს უცხო ენების პირველი სასწავლი პლატფორმა (teach.ge) შევქმენით, მაშინ ქართული ონლაინ-სწავლების სივრცეში დიდი ლურჯი ოკეანე იყო: არ არსებობდა არც ერთი ონლაინ-სწავლების პლატფორმა.  Lingwing-ის სასწავლო კურსები თავისი ინტერაქტიულობით გამოირჩევა და სწავლა თავიდანვე პრაქტიკით იწყება. ჩვენი ახალი საიტი 2017 წელს გაეშვა და დღეს პლატფორმა 170,000-მდე მომხმარებელს აერთიანებს. ამასთან, ბოლო დროს ჩვენს კურსებზე მოთხოვნა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
  2. Lingohut.com – საიტი არ არის ქართული, თუმცა ნათარგმნია ქართულად და თავმოყრილია ფრაზები სხვადასხვა ენაზე. საიტი შექმნილია 2012 წელს.

პროგრამირება, კომპიუტერული უნარ-ჩვევები / შერეული

  1. Skills.ge – ონლაინ ვიდეო კურსების პლატფორმაა, სადაც თავმოყრილია შემდეგი კატეგორიები: პროგრამირება, ბიზნესი და მენეჯმენტი, საოფისე პროგრამები, კარიერული განათლება, ფიტნესი და სხვადასხვა. საიტი შექმნილია 2017 წელს.
  2. Ict.tpdc.ge – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ სასწავლო გარემოა, სადაც თავმოყრილია ციფრული რესურსების გამოყენების ტუტორიალები, ინსტრუქციები და რეკომენდაციები.
  3. webinars.ge – ახალი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტების ვებინარებსა და ვიდეო-კონფერენციებში შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება.

აბიტურიენტებისთვის

  1. Abiturienti.ge – საიტი დაგეხმარებათ მოემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამაგისტრო გამოცდისთვის. ამჟამად საიტზე ხელმისაწვდომია ქართული ენის, მათემატიკისა და ზოგადი უნარების კურსები.
  2. Nebula.ge – ნებულა აბიტურიენტებს  საგამოცდო საგნებში მომზადებას თანამედროვე და ინოვაციური გზით სთავაზობს. საიტი 2016 წელს ჩაეშვა და დღეს ის აერთიანებს ქართული ენის, ზოგადი უნარებისა და ფიზიკის სასწავლო კურსებს.

სასკოლო საგნები

  1. ka.khanacademy.org – საიტი არ არის ქართული, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი ნათარგმნია ქართულად. პლატფორმაზე თავმოყრილია ვიდეო მასალა და ინტერაქტიული სავარჯიშოები სხვადასხვა საგნებში. ძირითადი აქცენტი საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებზეა. თუმცა პლატფორმაზე ვხვდებით ეკონომიკის, ფინანსების, პროგრამირებისა და ხელოვნების მიმართულებებსაც. საიტი შექმნილია 2007 წელს.
  2. Silkschool.ge – სილქნეტის საშინაო სკოლის პროექტია, რომელიც ყველა სასკოლო საგანს აერთიანებს, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით. პლატფორმა უკვე ხუთ წელიწადზე მეტია მუშაობს.

ბავშვებისთვის

  1. Code.org – არის პროგრამირების სასწავლი საიტი, რომელიც თარგმნილია ქართულადაც. პლატფორმა განკუთვნილია ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. საიტი ფუნქციონირებს 2012 წლიდან.
  2. Kodala.ge – საიტზე განთავსებულია ვიდეო-გაკვეთილები და ვიდეო-ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ხელმისაწვდომია სხვა სასკოლო საგნების ვიდეო-გაკვეთილებიც. საიტი ფუნქციონირებს 2010 წლიდან.

იმედი გვაქვს, ელექტრონული სწავლებისადმი ინტერესი უფრო და უფრო გაიზრდება საქართველოში, რაც აუცილებლად იქნება არსებული რესურსების დახვეწისა და უფრო მეტი სასარგებლო რესურსის წარმოშობის წინაპირობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *