Press "Enter" to skip to content

14 YouTube არხი, რომელიც კარანტინის სირთულეებს დაგავიწყებთ

lingwing 0

Lingwing -ის მიზანი მხოლოდ უცხო ენების სწავლება არ არის, ჩვენი ამოცანაა უცხო ენების შესწავლით მოსახლეობას გლობალურ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საშუალება მივცეთ, რაც ბევრად უფრო სწრაფი და შედეგიანი განვითარების წინაპირობაა.

გთავაზობთ YouTube-ის 14 არხს, რომლებიც დაგეხმარებათ თვითიზოლაცია თვითგანათლების, განვითარებისა და რეალიზაციის სასიამოვნო პროცესად აქციოთ.

ზოგადი განათლება

The School of Life – არხის მიზანი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ უმნიშვნელოვანეს ემოციურ და ფსიქოლოგიურ კითხვებზე პასუხების ძიებაა. The School of Life ადამიანებს ცხოვრების უფრო მშვიდად და სტაბილურად წარმართვისთვის აძლევს რჩევებს. ამ არხის ვიდეოები გამოირჩევა ხმის, გრაფიკისა და მასალის მაღალი ხარისხით. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ თქვენთვის საინტერესო კონტენტი არ არის არხზე, თუმცა, წარმოდგენის შესაცვლელად საკმარისია რომელიმე ვიდეო ჩართოთ.

CrashCourse მიზანია სახალისოდ და მაქსიმალურად მცირე დროში მოგაწოდოთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია და აამაღლოს თქვენი ზოგადი განათლება სხვადასხვა მიმართულებით: ისტორია, ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება და ა.შ.

Kurzgesagt (გერმანული სიტყვაა და ქართულად – მოკლედ, ლაკონურად ნათქვამს ნიშნავს) ეს არის, ალბათ, ყველაზე დახვეწილი და ლამაზი არხი youtube-ზე, უაღრესად მომხიბლავი გრაფიკული დიზაინის მქონე მეცნიერული ვიდეოებით, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად გაიგებს. ამ არხისთვის მცირე გუნდი მუშაობს და ახალი ვიდეო თვეში ერთხელ იდება. მათ სურთ, რომ მეცნიერება ლამაზად გამოიყურებოდეს, რადგან თვლიან, რომ მეცნიერება მშვენიერია.

AsapSCIENCE – მეცნიერება ხშირად გაუგებარია არამეცნიერი ადამიანებისთვის.  კი მის მარტივად გააზრებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, არხი ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს როგორიცაა: რა ხდება რეალურად, თუ კორონა ვირუსით დავინფიცირდით; რომელი იყო პირველი – კვერცხი თუ ქათამი; რა მოხდება, თუ ძილს შევწყვეტთ და ა.შ.

ხანის აკადემია არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც მაღალი ხარისხის განათლების ყველასთვის უფასოდ მიწოდებაა. მათი ინტერაქტიული, პრაქტიკული ამოცანები, სტატიები და ვიდეოები ეხმარება სტუდენტებსა და მოსწავლეებს წარმატებას მიაღწიონ ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ისტორია, ეკონომიკა, ფინანსები, გრამატიკა და მრავალი სხვა.

TED – ეს საგანმანათლებლო არხი ალბათ ყველაზე მეტმა ადამიანმა იცის საქართველოში. TED Talks-ის არხზე წარმოდგენილია საუკეთესო საუბრები და გამოსვლები TED კონფერენციიდან, სადაც მსოფლიოს წამყვანი მოაზროვნეები და წარმატებული ადამიანები საუბრობენ თავიანთი ცხოვრების შესახებ 18 წუთში (ან ნაკლებში). აქ იპოვით საუბრებს ტექნოლოგიებზე, მეცნიერებაზე, ბიზნესზე, გლობალურ საკითხებზე, ხელოვნებასა და სხვა თემებზე.

ეკონომიკა და ფინანსები

EconClips სახალისო გზით გასწავლით ავსტრალიური ეკონომიკის მოდელს. როგორ წარმოიქმნება სიმდიდრე, როგორ ხდება ფასების დადგენა? ეს და სხვა თემები იხილეთ ამ არხზე.

Jacob Clifford-ის არხი ასევე ეკონომიკაზეა, აქ უფრო ღრმად ისწავლით მიკრო და მაკრო ეკონომიკის საფუძვლებს. ვიდეოებში მასალა მართლაც ძალიან გასაგებად არის ახსნილი.

Investopedia გთავაზობთ ძალიან მარტივ და ვიზუალურად კარგად აღსაქმელ ვიდეოებს ფინანსების თემატიკაზე. შეიძლება მათემატიკა, ციფრები და ფინანსები არ იყოს თქვენი საყვარელი სფერო, მაგრამ ეს მარტივი ვიდეოები ნამდვილად შეგიცვლით წარმოდგენას ამ ყველაფერზე.

ანტრეპრენერობა, მეწარმეობა, ბიზნესი და მარკეტინგი

Gary Vaynerchuk დღესდღეობით ბიზნესის სფეროში ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა. გარი ძალიან პოპულარული საზოგადოებრივი სპიკერია, New York Times– ის ხუთგზის ბესტსელერის ავტორი, ასევე Angel ინვესტორი, რომელსაც ადრეული ინვესტიციები აქვს გაკეთებული, ისეთ კომპანიებში როგორებიცაა Facebook-ი, Twitter-ი, Tumblr-ი, Venmo და Uber-ი. გარი თავის არხზე თითქმის ყველა თემას მიმოიხილავს, რაც ბიზნესსა და მეწარმეობას ეხება.

Social Media Examiner – დღესდღეობით სოციალური მედია-მარკეტინგი არამარტო კომპანიებს , არამედ ცალკეულ პიროვნებებსაც სჭირდებათ. ამ არხის მისიაა, გაგიკვლიოთ გზა მუდმივად ცვალებადი სოციალური მედიის ჯუნგლებში. თქვენ მოისმენთ რჩევებს უშუალოდ სოციალური მარკეტინგის მსოფლიოს წამყვანი ექპერტებისგან.

How To Start a Startup – მთელს მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, აქტუალურია სტარტაპების თემა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწორად გესმოდეთ, რა არის სტარტაპი , როგორ დაიწყოთ და წარმართოთ თქვენი იდეები და საქმიანობა სწორად, გირჩევთ ამ არხის ლექციების ყურებას. Lingwing-ი ერთერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია საქართველოში და ეს სალექციო კურსი ერთერთი პირველი იყო, რომელიც სწორი ხედვების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა.

ინსპირაცია და მოტივაცია

Actualized.org აერთიანებს ჯამში 300 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოების კატალოგს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, მეტაფიზიკის, მეცნიერების, სულიერების, ცნობიერების და სხვათა შესახებ.

როგორ ვიქონიოთ ცხოვრების რაც შეიძლება მაღალი ხარისხი; რა არის რეალობა; რა არის ცნობიერება; რა არის ბედნიერება; როგორ გავხდეთ წარმატებულები; როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები? – ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელზე პასუხებსაც ამ არხზე იპოვით.

Be Inspired – ადრე თუ გვიან, ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. არხის მიზანია სწორედ ასეთ დროს ადამიანებს მოკლე ინსპირაციული ვიდეოებით დაეხმაროს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *