Press "Enter" to skip to content

ეს 6 რჩევა უცხო ენის მასწავლებლის შერჩევას გაგიადვილებს

lingwing 0

საქართველოში მასწავლებლის შერჩევის ყველაზე გავრცელებული და ძირძველი ფორმა არის საუკეთესო მეგობრისთვის შემდეგი კითხვების დასმა:

-აუ ქალაქში ყველაზე კარგი მასწავლებელი ხო არ იცი?

- ულტიმატ-ბრითიშ-როიალ ინგლისურის კურსზე რომ ოთუზ-ბირს იხდიდი, კმაყოფილი იყავი? და ა.შ.

პასუხებიც არ არის ხოლმე ცალსახა:

- კი, რავი, ლამარას არაუშავს.

- აუ რა ვიცი, გამოცდები კი ჩავაბარე, მარა ლაპარაკით მაინც ვერ ვლაპარაკობ.

- ნელი კი, მაგრამ თამრიკო რომ არის ამაღლების ქუჩაზე, ის უფრო ძლიერია, მაგრამ შენ არ მიგიღებს ალბათ.

ეს კიდევ კარგი ვარიანტია, როცა ერთ მეგობარს ვეკითხებით და ვენდობით, მაგრამ საქმე მაშინ რთულდება, თუ მასწავლებლის შერჩევის პროცესი Facebook-სივრცეში გადაიტანე სტატუსის სახით და მეგობრებს სთხოვე დახმარება მასწავლებლის შერჩევაში.

როგორც კი კომენტარების რაოდენობა 5-ს სცდება, მაშინ ხვდები, რა არის არჩევანის პარადოქსი და საკუთარ პოსტზე შეტყობინებებსის გათიშვის სურვილი გიჩნდება.
ამ სახით მასწავლებელის შერჩევა მართლაც რთულია, თუ შენი მეგობარი კმაყოფილია ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენც კმაყოფილი იქნები, ყველანი ხომ ინდივიდუალურები ვართ.

ახლა შევადაროთ ლინგო (რომელიც შენთვის ყველაზე მოხერხებულად, ონლაინ გასწავლის), სტანდარტულ ცენტრს ან მასწავლებელს

მასწავლებელი VS  ლინგო (Lingwing.com)

1. სატესტო გაკვეთილი

მეთოდის ან მასწავლებლის არჩევისას, ყველაზე კარგი საშუალებაა სატესტო გაკვეთილზე დასწრება. შენ თავზე გამოცდილი ვერ შეედრება სხვის რჩევას.

მასწავლებელი/ცენტრი

● ხშირად არ აქვს სატესტო გაკვეთილი
● პირველ გაკვეთილზე, როგორც წესი შებოჭილი ხარ ბევრი უცხო ხალხის გამო
● რთულია ბევრი სხადასხვა ცენტრი და მასწავლებელი შეადარო, იმის გამო რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვს

ლინგო (lingwing)

● რამდენიმე წამში შეგიძლია დაიწყო სწავლა სახლიდან
● არამარტო ერთი გაკვეთილია უფასო, არამედ ყოველ დღე 15 დავალების შესრულების საშუალება გაქვს
● შეგიძლია ნებისმიერი კურსი დატესტო და შენთვის საუკეთესო შეარჩიო

2. ფასი

რეალობიდან გამომდინარე, ფასს დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდის არჩევისას, შეზღუდული ბიუჯეტის გამო, შეიძლბა ხანდახან ხარისხზე დავხუჭოთ თვალი.

მასწავლებელი/ცენტრი

● საშუალოდ, ნორმალური მასწავლებლის ფასი თვეში 100 ლარიდან იწყება
● ნამდვილად კარგ პედაგოგს თუ ეძებთ, მზად იყავით რომ 250 ლარს დაემშვიდობებით თვიურად
● ზოგ შემთხვევაში, 50 ლარსაც შეიძლება იხდიდეთ თუმცა, არის რისკი რომ საბოლოო ჯამში მეტი დაგიჯდეთ, რადგან სწავლის ასეთი პროცესი შეიძლება წლები გაგრძელდეს

ლინგო (lingwing)

● Lingwing-ი ენის სწავლისთვის ყველაზე ბიუჯეტური პლატფორმაა
● ჩვენი კურსები, საშუალოდ, 10-ჯერ უფრო ხელმისაწვდომია სხვა მეთოდებთან შედარებით
● შენთვის სასურველი ენების საფუძვლიანად შესწავლა თვეში 15.9 ლარად შეგიძლია (კურსები შეზღუდული არ არის)

იხილე Lingwing-ის შეთავაზებები: Lingwing.com/ka/packages

3. დრო

მასწავლებელი/ცენტრი

● უცხო ენის შესწავლას, ალბათ, სხვა დისციპლინების სწავლასთან შედარებით ყველაზე მეტი დრო სჭრიდება, თუმცა მასწავლებელთან ან ცენტრში სიარულის დროს როგორც წესი კვირაში მხოლოდ 2-3 გაკვეთილი არის ხოლმე, ისიც 1-1.5 საათის ხანგრძლივობის
● თუ მუშაობ, სწავლობ ან აბიტურიენტი ხარ, შეიძლება ვერც დაამთხვიო შენი გრაფიკი შერჩეული მასწავლებლის გრაფიკს

ლინგო (Lingwing)

● Lingwing-ზე შეგიძლია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იმეცადინო
● ჩვენი უნივერსალური პროგრამა გაძლევს საშუალებას, თავად განსაზღვრო რამდენ საათს დაუთმობ ენის შესწავლას

4. ხარისხი

მასწავლებელი/ცენტრი

● ამ შემთხვევაში ხარისხი მასწავლებელზეა დამოკიდებული, შესაბამისად, გადახდილ თანხაზე

ლინგო (Lingwing)

● Lingwing-ს 200 000-მდე ადამიანი მოიხმარს. კურსის შექმნაზე მუშაობდნენ ყველაზე გამოცდილი მეთოდისტები, ფსიქოლოგები, ქართველი და უცხოელი ენის სპეციალისტები

5. შეფასებები

მასწავლებელი/ცენტრი

● თუ მასწავლებელს ან მოსამზადებელ ცენტრს არ აქვთ facebook გვერდი, საკმაოდ რთულია ბევრი ადამიანის აზრის და შეფასების მოსმენა

ლინგო (Lingwing)

● Lingwing-ს ფეისბუქ გვერდზე 1000-მდე ადამიანის შეფასება წერია და ყველას უმაღლესი 5 ქულით აქვს შეფასებული სერვისი

გაეცანი შეფასებებს facebook.com/lingwingcom/reviews/

6. ადგილი

მასწავლებელი/ცენტრი

● გზაში იხარჯება საკმაოდ დიდი დრო და რთულია იპოვნო ისეთი ადგილი, რომელიც შენთვის მოსახერხებელია

ლინგო (Lingwing)

● Lingwing-ზე მეცადინეობისას შეგიძლია მოკალათდე შენთვის საყავარელ ნებისმიერ ადგილას და ენა სახლიდან გაუსვლელად შეისწავლო.

მიუხედავად იმისა, რომ ლინგომ ყველა კატეგორიაში გაიმარჯვა, რეალურად არცერთი სწავლის რესურსი ზედმეტი არ არის, თუ ენის სწავლა გაქვს გადაწყვეტილი, მაქსიმალურად შეეცადე ბევრი წყაროდან მიიღო ცოდნა.

შეიძინე პაკეტი 15.9 ლარად – https://lingwing.com/ka/packages

გადმოწერე აპლიკაციები:
Android: https://goo.gl/GCkSIh
iOS: https://goo.gl/h40Bmt

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *