Press "Enter" to skip to content

ლინგომ ცუდი სიზმარი ნახა!

lingwing 0

მანქანა

დღევანდელი დღე ლინგოსთვის ჩვეულებრივად დაიწყო. გერმანული სიზუსტით, დილით 08:00 საათზე, ტრადიციისამებრ, კარგ ხასითზე წამოფრინდა,  ნისკარტი გაიხეხა და ინგლისური საუზმე მიირთვა. შუადღისას ლანჩზეც, ტრადიციულად, ფრანგულ კრუასანს შეექცა, საღამოს კი თავის რუს მეგობარ გოგოს გაუარა იტალიიდან ჩამოყვანილი ახალი ალფა რომეოთი და თბილისის ძველ აბანოში მასთან ერთად „გაიგულავა”. აბანოდან დაბრუნებულმა, ოდნავი დაღლისა და მოთენთილობის ფონზე, ესპანური დესპასიტო ჩართო და საწოლისკენ გაეშურა. ფრთა თავქვეშ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოდებული, რომ ჩათვლიმა.

ბასეინისექტემბერში მასაც ისეთი განცდა აქვს, როგორიც ყველას. ძალიან რთულია გეყოს სეზონებში ყველაზე გემრიელი პერიოდის, ზაფხულის 3 თვე. ეს ის დროა, როცა ყველაზე მეტ ქვეყანაში გიწევს მოგზაურობა, სხვადასხვა ქუდის დახურება და სხვადასხვა ენაზე მუსაიფი.

ლინგო სკოლისთვის ემზადება. აი, ვაგზალზეა წიგნების საყიდლად. ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელა ქალაქში და ისეთი წიგნის მოძებნა, რომელშიც ფურცლები ერთმანეთზე არ არის გადაბმული, ან კიდევ გვერდები გახუნებული არაა, ვერაფრით შეძლო. ერთი საათის შემდეგ უკვე ყველა დახლიც შემოვლილი აქვს და დაახლოებით 200 ლარიც დახარჯული. სამწუხაროდ, იმ ჩანთისთვის, რომელიც მოსწონდა, აღარც წელს დარჩა ფული და იძულებული გახდა ფეხბურთის „ვეშ-მეშოკი” ჩანთა ეყიდა. მართალია, ორი წვრილი ზონარი ფრთებს სტკენს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.

ლინგო სკოლაში მიდის და წიგნებით სავსე ჩანთას ძლივს მიათრევს. სკოლაში მისულს, მასწავლებლები ეკითხებიან როგორ გაატარა ზაფხული და თუ შეასრულა საზაფხულო დავალებები. ლინგო იწყებს იმის მოყოლას, როგორ გაატარა ზაფხული ევროპებში და იმდენ ხანს ლაპარაკობს, რომ მასწავლებელს საზაფხულო დავალებები საერთოდ ავიწყდება. თან, მოყოლისას, ყველა ქვეყანაში მოგზაურობის ამბავს იქაური ფრაზებითა და მიმიკებით აჯერებს, რითაც ფრიად მოხიბლა და დაადნო თავისი პედაგოგი და თანაკლასელები.სკოლა

მალევე, სკოლაში სიარულთან პარალელურ რეჟიმში, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად სხვა მასწავლებლების ძებნასაც იწყებს. კალკულიატორს თუ ენდობა, იმხელა ხარჯი აქვს, რომ შეიძლება ქალაქის ცენტრში საკუთარი გალიის გაყიდვა მოუხდეს და გარეუბანში უფრო მცირე გალიაში გადასვლა მოუწიოს. მართალია, უფრო ვიწროდ იქნება და უწინდებურად ბევრ თუთიყუშს ვეღარ მიიღებს სტუმრად, მაგრამ, სამაგიეროდ, გარანტირებულიად გადალახავს გამოცდებში მინიმალურ ბარიერს  და მშობლების იმედებს გაამართლებს. თორემ სად უნდა გამოყონ ბიბილო ლინგოს მშობლებმა, უნივერსიტეტში რომ ვერ მოაწყონ თავიანთი ჩიტი.

საბოლოოდ, გარეუბანში გადასვლაც მოუწია, თუმცა გადასვლის შემდეგ ერთი სამწუხარო ფაქტის წინაშე დადგა: ყველა პედაგოგი, რომელიც ასე თუ ისე კვალიფიციურია, ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. მაგრამ აღარ ჩივის, მშობლების ოცნება – ლინგო უნივერსიტეტში მოაწყონ – ყველა პრობლემასა და დისკომფორტზე მაღლა დგას!

გახარებული lingwing

უეცრად ლინგოს ძილი მეზობლების ხმამაღალმა მეცადინეობამ დაარღვია Lingwing.com-ზე. ისინი დილის 8 საათზე ისეთივე ემოციითა და ხმის ტემბრით იმეორებდენ ფრაზებს, როგორც ნამდვილი იტალიელები. ლინგომ მოიწმინდა ნისკარტზე შუბლიდან ჩამოსულ ცივი ოფლის წვეთი და მიხვდა, რომ ცუდი სიზმარი ნახა.

სიხარულისგან მეზობლებთან ასვლა და საყვედურის თქმაც დაეზარა, კმაყოფილმა გაიაზრა, რომ მას არ სჭირდება არც წიგნების ყიდვა, არც რვეულში სიტყვების ამოწერა, და არც უამრავი რესურსის დახარჯვა: ლინგვინგზე ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს  შეძლებს მეცადინეობას! სასიამოვნო ემოციით აღვსილი გადატრიალდა, ბალიში შეაფუმფულა და ტკბილად განაგრძო ძილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *