Press "Enter" to skip to content

არის თუ არა 100, 1000 ან მეტი სიტყვის 100 წამში სწავლა შესაძლებელი?

lingwing 0

ჩვენ დავსვით კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი 100 სიტყვის სწავლა 100 წამში და საკმაოდ მრავალფეროვანი პასუხები მივიღეთ: ზოგი თვლის, რომ გამორიცხულია, ზოგს ჰგონია, რომ 15 წუთია ამისთვის საჭირო და ზოგიც ფიქრობს, რომ რიცხვების სწავლით მიიღებს ამ შედეგს. ნახეთ ვიდეო:

ქუჩის გამოკითხვა

ასევე Lingwing-ის facebook გვერდზეც ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა.

ალბათ, გაინტერესებთ, რა მიზანს ისახავდა Lingwing-ის ეს კამპანია და რისი თქმა გვსურს მომხმარებლისთვის?

მესიჯი მარტივია: სინამდვილეში თქვენ უკვე ძალიან ბევრი სიტყვა იცით იმ ენაზე, რომელზეც გგონიათ, რომ არცერთი სიტყვა არ იცით.

წარმოიდგინეთ, დაახლოებით 2000 სიტყვა მაინც იცით ისეთ ენაზე, რომელთანაც შეხება შეიძლება არასდროს გქონიათ!

უცხო ენების შესასწავლი აპლიკაცია

ვფიქრობთ, რომ ამის გაცნობიერება კარგი მამოტივირებელია მათთვის, ვინც რომელიმე უცხო ენის სწავლას Lingwing-ზე ახლა იწყებს. პლატფორმაზე, რომელზეც 6 უცხო ენის სწავლა ძალიან მარტივად და მცირე დროშია შესაძლებელი.

ძირეული ლექსიკის გარდა, ყველა ენაში არსებობს უამრავი საერთაშორისო და ნასესხები სიტყვა, რომელთა მნიშვნელობა საერთოა ბევრი ენისთვის. სწორედ ამ სიტყვებს ვგულისხმობთ თქვენთვის უკვე ნაცნობ სიტყვებში.

ინგლისურ ენაში ბევრი სიტყვაა, რომლებიც tion-ზე მთავრდება (იკითხება როგორც „შენ“). მაგალითად: Information, Position, Documentation, Function და ა.შ.

სუფიქსი -tion შეცვალეთ ქართული -ცია-თი და მიიღებთ იგივე მნიშვნელობის ქართულ სიტყვებს: ინფორმაცია, პოზიცია, დოკუმენტაცია, ფუნქცია.

იგივე კანონზომიერებას გვიჩვენებს  -phy, -sion, -ty, -ism, -gy  სუფიქსებზე დამთავრებული სიტყვებიც. მაგალითები: Geography (გეოგრაფია), Television (ტელევიზია), University (უნივერსიტეტი), Organism (ორგანიზმი), Analogy (ანალოგია) და ა.შ.

გარდა ამისა, არსებობს ისეთი სიტყვებიც, რომლებიც პირდაპირ არის იმ საგანთან ერთად შემოტანილი, რომელსაც აღნიშნავს, საერთოდ არ აქვს სუფიქსი, ან შემოსულია სუფიქსის სახეცვლილების გარეშე. მაგალითად: Banana (ბანანი), Transport (ტრანსპორტი), Sport (სპორტი), Carousel (კარუსელი), Music (მუსიკა) და ა.შ

და ეს კანონზომიერება არ ეხება მხოლოდ ინგლისურ ენას. იგივე ხდება ესპანული, იტალიური, გერმანული, რუსული და ბევრი სხვა ენის შემთხვევაშიც.

სწორედ ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ასსიტყვიან ლექსიკონს 6 უცხო ენაზე:

100 სიტყვა 6 ენაზე

აქვე 1000-ზე მეტი სიტყვის ლექსიკონი, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ

ყველაზე დიდი დაბრკოლება უცხო ენის სწავლისას იმის შიშია, რომ ენის სწავლა რთულია, Lingwing-ის გუნდის მიზანია საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ.

www.lingwing.com

სწავლის ძირიც ტკბილი არის!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *