Lingwing.com-ზე საუბრის დაწყების რეაქტიული სიჩქარე მოქმედებს!
Lingwing.com-ში დავისახეთ მიზანი – მომხმარებელს, რომელიც საერთოდ არ ფლობდა უცხო ენას, ერთ საათში მარტივი წინადადებებით უნდა ესაუბრა. მიზანი მიღწეულია!
ვამაყობთ იმით, რომ თუ სამგზავრო ლაინერი ასაფრენი ზოლის (2000 მეტრზე მეტი) ნაწილს იყენებს, ჩვენი ლაინერი 100-200 მეტრის გავლის შემდეგ უკვე ჰაერშია. და ეს იმიტომ, რომ Lingwing.com-ის ლაინერის ძრავა განსაკუთრებული უნარებით გამორჩეულმა პერსონალმა შექმნა.
ძრავას მუშაობის პირველი ფაზა – სიჩქარის აკრეფა – ეფუძნება უცხო ენის სწავლისა და სწავლების ბილინგვურ მეთოდს; ხოლო მეორე ფაზის – აფრენის – საფუძველს წარმოადგენს ბილინგვურ-სემანტიკურ ფრეიმთა კონსტრუირების მეთოდი. ფრენის სტაბილურობასა და საიმედოობას კი ინტერვალური გამეორების რთული ალგორითმი უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ Lingwing.com-ი არის პირველი, რომელიც ონლაინ სწავლების სფეროში სწავლებისა და გამეორების ამ მეთოდს იყენებს.
Lingwing.com-ზე ისწავლე უცხო ენა ერთხელ!
ყველა საგნისა და დისციპლინის საფუძვლებს ადამიანები ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სწავლობენ. უცხო ენის სწავლას კი ხშირად რამდენჯერმე უბრუნდებიან.
ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, Lingwing.com-ის მომხმარებელს კი არც ერთი მათგანი არ ემუქრება.
მაშინ, როცა ვიღაც მწვერვალებს იპყრობს, ვიღაც ჯერ კიდევ დავიწყებული უცხო ენის თავიდან სწავლას ცდილობს.
ჩვენ შევქმენით ონლაინ სწავლების ეფექტური და საოცრად აზარტული მეთოდი – დაიწყე და დაასრულე სწავლა ერთხელ. Lingwing.com-ი არის თანამედროვე საშუალება იმისთვის, რომ საფუძვლიანად შეისწავლო უცხო ენა და საწყის დონეს თავიდან აღარ დაუბრუნდე.
Lingwing.com-ზე ყურადღების მოკრება მარტივია!
Lingwing.com-ზე შევქმენით დავალებებისა და სავარჯიშოების უნიკალური ტიპები, რომლებიც სწავლის პროცესში 100%-ით ჩართულობას უზრუნველყოფს. სწავლის სახალისო პერიოდი ისე ჩაგითრევს, რომ გვერდზე არც კი გაიხედავ; თანაც, ერთგვარი აზარტია, საყვარელი სერიალივითაა − როგორც ახალ სეზონს ელოდები გულის ფანცქალით, ასეთივე ემოციური იქნება მომდევნო მეცადინეობის მოლოდინის რეჟიმიც.
აქამდე უცნობი ფრაზები და გამოთქმები სიმღერასავით აგეკვიატება. შედეგიც არ დააყოვნებს, უმოკლეს დროში უცხო ენაზე თავისუფლად ალაპარაკდები.
Lingwing.com-ზე აზარტი გიქმნის მოტივაციას!
ჩაები Lingwing.com-ზე უცხო ენის შესწავლის მარათონში და ნახავ, რომ გასავლელი გზა საოცრად კომფორტული და აზარტულია, შეჩერება არ მოგინდება, ივლი მიზნამდე. მიზანი კი შენ მიერ არჩეულ უცხო ენაზე თავისუფლად მეტყველება და წერაა. შეგიძლია სწავლის გზას მეგობრებთან ერთადაც გაუყვე – მიადევნო თვალი მათ განვითარებას, შეეჯიბრო და მიიღო ბონუსები საუკეთესო შედეგისთვის.
Lingwing.com-ი − ეს სტანდარტია!
სტანდარტების დაცვით შედგენილი სწავლების მეთოდი სრულყოფილი შედეგის მყარი საფუძველია. Lingwing.com-ის სასწავლო პროგრამაც ევროსაბჭოს მიერ დადგენილი დონეების გათვალისწინებით შევადგინეთ, რაც სწრაფი და კარგი შედეგის გარანტიაა. სტანდარტი მოიცავს წერით, სამეტყველო, ლექსიკურ და სმენით კომპონენტებს.
Lingwing.com-ზე სწავლა ხელმისაწვდომია!
სწავლამოწყურებულს ხშირად იმედი უცრუვდება, როცა სწავლის საფასურს იგებს. ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ, თითოეული ადამიანის სურვილი და შესაძლებლობა გავითვალისწინეთ. შედეგად, Lingwing.com-ზე სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. შეგიძლია აირჩიო უფასო ან ფასიანი პაკეტები და მიიღო შესაბამისი მომსახურება.