Press "Enter" to skip to content

Posts published in “მხოლოდ ელექტრონული განათლების შესახებ”

14 YouTube არხი, რომელიც კარანტინის სირთულეებს დაგავიწყებთ

lingwing 0

Lingwing -ის მიზანი მხოლოდ უცხო ენების სწავლება არ არის, ჩვენი ამოცანაა უცხო ენების შესწავლით მოსახლეობას გლობალურ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საშუალება მივცეთ, რაც ბევრად უფრო სწრაფი და შედეგიანი განვითარების წინაპირობაა.

გთავაზობთ YouTube-ის 14 არხს, რომლებიც დაგეხმარებათ თვითიზოლაცია თვითგანათლების, განვითარებისა და რეალიზაციის სასიამოვნო პროცესად აქციოთ. (more…)

ონლაინ-სწავლების 11 რესურსი ქართულ ენაზე

lingwing 0

დღეს, ისე როგორც არასდროს, ონლაინ-სწავლება ყველაზე განხილვადი თემაა. სასწავლო რესურსების ციფრულ სამყაროში გადატანის აუცილებლობა ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიურმა გავრცელებამ გამოიწვია.

სკოლები, უნივერსიტეტები და ტრენინგ-ცენტრები რამდენიმე კვირაა ახალ რესურსებს ქმნიან და სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ტესტავენ. ზოგიერთი კი დღემდე ვერ ახერხებს ონლაინ-სწავლების სრულყოფილ რეჟიმზე გადასვლას და სანაცვლოდ გაკვეთილებისა და ლექციების ტრანსლირებით შემოიფარგლება.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ 11 საუკეთესო ქართული ან ქართულენოვანი ონლაინ-რესურსი, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას დაგეხმარებათ ახალი ცოდნის მიღებაში. (more…)

7 სიმღერა, რომელიც ფრანგულის სწავლას მოგანდომებთ

lingwing 0

საფრანგეთი - სილამაზის, მოდისა და ხელოვნების მარადიული სიმბოლოა, ფრანგული ენა კი, საერთაშორისო ენათაგან ერთ-ერთი, მელოდიურობითა და შარმით გამოირჩევა.  ფრანგულად ნათქვამი "მიყვარხარ" (Je t'aime) წამში გახვევს თავბრუს ჯადოსნური ეფექტით და თავს ერთადერთად და განუმეორებლად გაგრძნობინებს.

(more…)

რატომ ვერ იყენებ ინტერნეტის შესაძლებლობების 9%-საც კი?

lingwing 0

დღეს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება უკვე  წარმოუდგენელია.

ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ინტერნეტის დახმარებით ჩვენი ცხოვრების გამარტივებას.

როგორ მოვიყვანოთ მარწყვი და პომიდორი; როგორ შევიკრათ თასმები ფეხსაცმელზე ორიგინალურად; ჰალსტუხი როგორ გავიკეთოთ; როგორ შევწვათ ბადრიჯანი შხეფების გარეშე და როგორ გამოვაცხოთ მარტივად გემრიელი ტორტი? მეზობლების დახმარება და ზარი ახლობელთან ამ კითხვებზე საპასუხოდ აღარ არის საჭირო, ინტერნეტში უამრავი დასურათებული ინსტრუქციები და ვიდეოებია.

(more…)

უცხო ენის შესწავლა 7 დღეში – მითი თუ რეალობა?

lingwing 0

ალბათ, ხშირად გინახავთ სხვადასხვა ტიპის რეკლამა უცხო ენების სწრაფად შესწავლასთან დაკავშირებით. მაგალითად: „შევასწავლი ინგლისურ ენას 2 თვეში”; “1 თვეში.” მსგავსი განცხადებები არც ისე იშვიათად გვხვდება. ბოლო სარეკლამო განცხადებებში ერთკვირიანი კურსის შემოთავაზებასაც წავაწყდით (https://www.marketer.ge/new-language-in-7-days/).

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის 8 წელია ჩვენ უცხო ენების შესასწავლ ონლაინ პროგრამებს ვქმნით და დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა გვაქვს, მსგავსი სარეკლამო განცხადებები ჯერ არ გამოგვიქვეყნებია. რატომ? - იმიტომ, რომ ეს ტყუილი იქნებოდა!

(more…)

არ გვინდა ამდენი CV, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!

lingwing 5

საქართველოში უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რატომ? სამუშაო ადგილები არ არის, თუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა?

ალბათ, ერთიც და მეორეც, მაგრამ შრომის ბაზრის მიმოხილვა არ არის ჩვენი ბლოგის თემა.

(more…)

შეწყვიტეთ უცხო ენის სწავლა!

lingwing 2

თითქმის ყველა ბავშვი მშობლიურ ენაზე საუბარს 2 წლის ასაკში იწყებს და 4-5 წლის ასაკში უკვე სრულყოფილად ფლობს ენას, რა თქმა უნდა, თუ არ ვეცდებით ბიოინჟინერიაზე, იურისპრუდენციაზე ან ბლოკჩეინების სისტემაზე მათთან საუბარს, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, ამ თემებზეც ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება.

(more…)

მიზეზები, თუ რატომ არის ჩვენი საიტი “პირობითად უფასო” ან “პირობითად ფასიანი”?

lingwing 0

ლინგვინგზე სწავლა ფასიანია თუ უფასო?

დიახ, ეს საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა, რაზეც დღეში ბევრჯერ გვიწევს პასუხის გაცემა.

შესაძლოა ამ კითხვაზე არც გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ეს კითხვა არ არის უბრალოდ ცნობისმოყვარეობისათვის დასმული და არ ჟღერს ჩვეულებრივი ტონით.

„სწავლა ხომ უფასოა“, ან - „რატომ არ არის უფასო?“, უფრო ეს არის ამ კითხვის შინაარსი.

(more…)

Lingwing-ის მეთოდოლოგია

lingwing 2

გაიხსენეთ, როდის ვერ სწავლობდით სკოლაში ერთი ან ორი წაკითხვით გეოგრაფიას, ისტორიას ან სხვა საგანს. მაშინ ხომ არა, როდესაც კითხვის დროს თქვენი გონება სხვაგან იყო? შესაბამისად, როდესაც თქვენი ჩართულობა სწავლის პროცესში არ იყო მაღალი?

(more…)

რომელია უცხო ენების სწავლის იდეალური მეთოდი?

lingwing 0

დღეს lingwing.com უცხო ენების სწავლების ყველაზე დიდი ვირტუალური ცენტრია საქართველოში. რამ განაპირობა ეს?

რაიმე საგნის სწავლების იდეალური მეთოდოლოგია ჯერ არ შექმნილა და, სავარაუდოდ, არც შეიქმნება. არც ჩვენ გვაქვს ამის პრეტენზია. უბრალოდ ჩვენ შევძელით, რომ სხვა მეთოდოლოგიებით სწავლასთან შედარებით, პროცენტულად გაცილებით მეტ ადამიანს მოსწონებოდა ჩვენი პროგრამით სწავლა. ამაში ჩვენ მიერ ჩატარებულმა მრავალმა ექსპერიმენტმა დაგვარწმუნა. იმავეს გაკეთება თქვენც მარტივად შეგიძლიათ ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში.

(more…)