ბოლო დროს, ალბათ, სადაც არ უნდა მოხვდეთ, ხშირად აწყდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის გაუგებარი ტერმინებით საუბრობენ - ბლოკჩეინი, მაინინგი, რიპლი, სატოში და სხვა. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ არ იცოდეს ყველა ტერმინის არსი, თუმცა აქტიურად იყოს ჩართული მისივე მსგავს “კრიპტომაგნატებთან” ცხარე კამათში.
საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კრიპტოვალუტებისადმი ინტერესში, მაინინგსა და მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებში.