Press "Enter" to skip to content

Posts published in “Uncategorized”

იმ Ქვეყნებში, სადაც ინგლისური კარგად იციან, უკეთესი ეკონომიკა აქვთ

lingwing 0
ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ინგლისური ენის ცოდნა დღეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთანავე, ისიც კი აღმოჩნდა, რომ ინგლისური ენის ცოდნის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტი ყოფილა.
Მილიარდობით ადამიანი მსოფლიოში დაუღალავად ცდილობს ინგლისური კარგად ისწავლოს, არამხოლოდ თვითგანვითარებისთვის, არამედ ფინანსური კეთილდღეობისთვისაც. Ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ხალხი ლინგვა ფრანკაზე (საერთო ენაზე) საუბრობს, საკმაოდ მარტივია, თუმცა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია და თუნდაც საქართველო, სადაც ინგლისური არ არის ოფიციალური ენა, მისი ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და, ხალხის რწმენით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

Რატომ არის ინგლისურის სწავლა სამყაროს ნებისმიერ ნაწილში აქტუალური? (more…)

ლინგომ ცუდი სიზმარი ნახა!

lingwing 0

მანქანა

დღევანდელი დღე ლინგოსთვის ჩვეულებრივად დაიწყო. გერმანული სიზუსტით, დილით 08:00 საათზე, ტრადიციისამებრ, კარგ ხასითზე წამოფრინდა,  ნისკარტი გაიხეხა და ინგლისური საუზმე მიირთვა. შუადღისას ლანჩზეც, ტრადიციულად, ფრანგულ კრუასანს შეექცა, საღამოს კი თავის რუს მეგობარ გოგოს გაუარა იტალიიდან ჩამოყვანილი ახალი ალფა რომეოთი და თბილისის ძველ აბანოში მასთან ერთად „გაიგულავა”. აბანოდან დაბრუნებულმა, ოდნავი დაღლისა და მოთენთილობის ფონზე, ესპანური დესპასიტო ჩართო და საწოლისკენ გაეშურა. ფრთა თავქვეშ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოდებული, რომ ჩათვლიმა.

(more…)

3 რჩევა ონლაინში მოტყუებისგან თავის ასარიდებლად

lingwing 0

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა ჩივილით, რომ რომელიღაც საიტზე უცხო ენის შესასწავლი კურსი იყიდეს და რეალურად მოტყუებულები დარჩნენ - გადაიხადეს თანხა და ვერ მიიღეს დაპირებული სერვისი. ამ საიტებს შეგნებულად არ დავასახელებთ, თუმცა დაგეხმარებით და აგიხსნით, როგორ შეგიძლიათ გაარკვიოთ მარტივად, რამდენად სანდოა რომელიმე საიტზე შემოთავაზებული პროდუქტი იქამდე, სანამ მასში თანხას გადაიხდიდეთ.

(more…)

7 სიტყვა და თქვენი მოგზაურობა მხიარულებად გადაიქცევა

lingwing 0

ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ დასასვენებლად ისეთ ქვეყანაში მივდივართ, სადაც იმ ენაზე საუბრობენ რომელიც არ ვიცით, ნერვიულობას ვატყობთ ხოლმე თავს. თუმცა, ღირს თუ არა ამაზე ნერვიულობა -ნამდვილად საკითხავია.

(more…)